დღეს დიდი შვიდეულის ონლაინ-შეხვედრა გაიმართა, რომელზეც G7-ის ქვეყნების სამოქმედო გეგმასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაფართოებაზე იმსჯელეს.
თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ერთხმად განაცხადეს, რომ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შესამცირებლად კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ.
“რუსული ნავთობის იმპორტის შეწყვეტა და რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირება. შეერთებულმა შტატებმა უკვე აკრძალა რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის იმპორტი. დღეს, მთელი G7 გეგმავს, რომ შეაჩეროს ან აკრძალოს რუსული ნავთობის იმპორტი. ეს მნიშვნელოვნად დაარტყამს პუტინის ეკონომიკის მთავარ არტერიას და შეაჩერებს მის შემოსავლებს, რაც რუსეთს ომის დასაფინანსებლად სჭირდება. G7 ასევე ვალდებულია ერთად იმუშაოს გლობალური ენერგოსტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამავდროულად, არაგანახლებად წიაღისეულ ენერგო რესურსებზე დამოკიდებულების შესამცირებლად,”- ნათქვამია განცხადებაში.
დღევანდელ შეხვედრაზე ასევე სანქცირებული რუსების და კომპანიების სიის გაფართოებაზეც იმსჯელეს, მათ შორის რუსეთის სამი უმსხვილესი მაუწყებლის სანქცირებაზე, ასევე რუსეთისთვის საბუღალტრო და საკონსულტაციო სერვისების მიწოდების აკრძალვაზე მიიღეს გადაწყვეტილებები.
- მთავარი
- დღის სიახლეები
- გეგმა – დიდი შვიდეულისგან
გეგმა – დიდი შვიდეულისგან
მსგავსი სიახლეები
საქართველოში სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი შემცირდა
საქართველოში შემოსავლებს შორის განსხვავება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. 2022 წელს 2021 წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტი მთლიანი შემოსავლების მიხედვით 0,1 პუნქტით შემცირდა და 0.36 ნიშნულს მიაღწია - საქსტატი ჯინის კოეფიციენტის…
მასკის ჩიპების კომპანია Neuralink-მა ადამიანებზე კვლევების დაწყების ნებართვა მიიღო
ილონ მასკის Neuralink-მა შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან (FDA) მიიღო ნებართვა, დაიწყოს „ადამიანის პირველი კლინიკური კვლევა“. ეს მთავარი ნაბიჯია კომპანიისთვის, რომელიც ცდილობს განავითაროს…
29 მაისის ვალუტის კურსი
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.5800 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.5810 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 25 მაისის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5876…
უფასო აპლიკაციის საშუალებით ძველი საბერძნეთის ნახვა სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი
საბერძნეთმა მობილური აპლიკაცია ჩაუშვა, რომლითაც აკროპოლისისა და პართენონის (ათენას ტაძრის) ძველ დროში ნახვა არის შესაძლებელი - „ევროპულსი“ ახალი აპლიკაცია ხელოვნურ ინტელექტსა და ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებს იყენებს,…
საქართველოში შესაძლოა, მზესუმზირის ზეთი გაიაფდეს
საქართველოს ზეთის იმპორტი უიაფდება.როგორც ცნობილია, რუსულ მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადი ივნისში განულდება, მაშინ, როცა მაისში ტონაზე 1,122 რუბლს (14 დოლარს) შეადგენდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 4 თვეში,…