მეწარმეობის ცენტრი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და მსოფლიოს უმაღლეს რეიტინგში მყოფი ჰენლის მეწარმეობის ცენტრთან პარტნიორობით, სილიკონ ველი თბილისის ბაზაზე 2019 წელს ოფიციალურად გაიხსნა. ცენტრის მიზანია გაზარდოს მეწარმეთა განვითარების და ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობა, ჩაატაროს კვლევები, ხელი შეუწყოს ეკოსისტემის ინტერნაციონალიზაციას, გააღრმავოს კერძო, საჯარო და აკადემიურ სივრცეებს შორის დისკუსია, ინიცირება გაუკეთოს ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებისთვის საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ცვლილებებს და ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებას.
2021 წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი MIT-ს Martin Trust Center-ის წევრი გახდა. შეთანხმება ქვეყანაში სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას, სტარტაპების მხარდაჭერასა და ინოვაციური პროცესების სტიმულირებას გულისხმობს. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT), მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი, საერთაშორისო ინოვაციური სამეწარმეო ეკოსისტემის მნიშვნელოვანი წევრია. Martin Trust Center-ის აფილირებული ექსპერტები BTU-ში გამართავენ ვებინარებს და ვორკშოპებს, გააზიარებენ ინდუსტრიის ანალიზის ყოველკვარტალურ მასალას. BTU-ს წევრობის პირობებში შესაძლებელი ხდება, აგრეთვე, MIT-ს მიერ ნიუ-იორკში, კემბრიჯსა და სილიკონ ველიში ორგანიზებულ აქსელერატორსა და დემო დღეზე, DELTA V-ში მონაწილეობა, კავშირების დამყარება ვენჩურულ ფონდებთან, ინვესტორებთან, სილიკონ ველის სტარტაპებთან.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები, პირველი კურსის პირველი სემესტრიდან სწავლობენ მეწარმეობის საფუძვლებს, ქმნიან საკუთარ სტარტაპებს და ერთვებიან ინკუბაციის პროცესში. კურსის მიზანია, სტუდენტს მისცეს ზოგადი ცოდნა მეწარმეობის მიმართულებით, გააცნოს მას ახალი ბიზნესის დაწყების შესაძლებლობების განხილვიდან, იდეების გენერირების და მის საბოლოო განხორციელებამდე არსებული ეტაპები, რათა სტუდენტმა შეძლოს ახალი ბიზნესის წამოწყება და სამეწარმეო საქმიანობა პირველივე დღიდან.
მეწარმეობის კურსი შემუშავებულია BTU-სა და ჰენლის ბიზნეს სკოლას შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, რის ფარგლებშიც ჰენლის ბიზნეს სკოლის მიერ მოწოდებული სასწავლო მასალები გამოიყენება. ეს კი ნიშნავს, რომ ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მეწარმეობის საგანი ისწავლონ იმ უმაღლესი სტანდარტით, რომელიც მსოფლიოს საუკეთესოთა შორისაა აღიარებული.
BTU-ს მეწარმეობის ცენტრი, სტუდენტებს ისევე როგორც ქვეყანაში არსებულ ყველა სტარტაპს სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. მეწარმეობის ცენტრის ბენეფიციარებისთვის სრული დაფინანსებით არის ხელმისაწვდომი ვებინარები, ტრენინგები, სტარტაპ ბანაკები, კვალიფიციურ მენტორებთან ინდივიდუალური კონსულტაციები, და სხვა მათთვის საჭირო სერვისები. სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის შეთავაზებული აქტივობების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ქვედა ჩამონათვალში.
ცენტრი აღნიშნულ აქტივობებს სხვადასხვა კომპანიებისთვისაც აორგანიზებს. დაინტერესებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ მიმართონ მეწარმეობის ცენტრს და აირჩიონ მათთვის სასურველი სერვისი. სერვისის/პროგრამის შეთავაზება ხდება ინდივიდუალურად, დაინტერესებული პარტნიორი ორგანიზაციის პრიორიტეტების შესაბამისად. ინოვაციური იდეების გენერირება, ბიზნეს მოდელის და ბიზნეს გეგმის გამართვა, ფინანსების მოძიება და ინვესტორებთან ურთიერთობა – იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც პარტნიორის საჭიროებებიდან გამომდინარე ინტეგრირდება სტარტაპ ბანაკების და სხვა ტრენინგ პროგრამებში.