უმაღლესი განათლებაRSS კატეგორიაგანათლებაპროფესიული განათლებასაინტერესო სიახლეები

რას გულისხმობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის “მეწარმეობის ცენტრი”?

0
გაზიარება

მეწარმეობის ცენტრი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და მსოფლიოს უმაღლეს რეიტინგში მყოფი ჰენლის მეწარმეობის ცენტრთან პარტნიორობით, სილიკონ ველი თბილისის ბაზაზე 2019 წელს ოფიციალურად გაიხსნა. ცენტრის მიზანია გაზარდოს მეწარმეთა განვითარების და ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობა, ჩაატაროს კვლევები, ხელი შეუწყოს ეკოსისტემის ინტერნაციონალიზაციას,  გააღრმავოს კერძო, საჯარო და აკადემიურ სივრცეებს შორის დისკუსია, ინიცირება გაუკეთოს ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებისთვის საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ცვლილებებს და ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებას.

2021 წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი MIT-ს Martin Trust Center-ის წევრი გახდა. შეთანხმება ქვეყანაში სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას, სტარტაპების მხარდაჭერასა და ინოვაციური პროცესების სტიმულირებას გულისხმობს. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT), მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი, საერთაშორისო ინოვაციური სამეწარმეო ეკოსისტემის მნიშვნელოვანი წევრია. Martin Trust Center-ის აფილირებული ექსპერტები BTU-ში გამართავენ ვებინარებს და ვორკშოპებს, გააზიარებენ ინდუსტრიის ანალიზის ყოველკვარტალურ მასალას. BTU-ს წევრობის პირობებში შესაძლებელი ხდება, აგრეთვე,  MIT-ს მიერ ნიუ-იორკში, კემბრიჯსა და სილიკონ ველიში ორგანიზებულ აქსელერატორსა და დემო დღეზე, DELTA V-ში მონაწილეობა, კავშირების დამყარება ვენჩურულ ფონდებთან, ინვესტორებთან, სილიკონ ველის სტარტაპებთან.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები, პირველი კურსის პირველი სემესტრიდან სწავლობენ მეწარმეობის საფუძვლებს, ქმნიან საკუთარ სტარტაპებს და ერთვებიან ინკუბაციის პროცესში. კურსის მიზანია, სტუდენტს მისცეს ზოგადი ცოდნა მეწარმეობის მიმართულებით, გააცნოს მას ახალი ბიზნესის დაწყების შესაძლებლობების განხილვიდან, იდეების გენერირების და მის საბოლოო განხორციელებამდე არსებული ეტაპები, რათა სტუდენტმა შეძლოს ახალი ბიზნესის წამოწყება და სამეწარმეო საქმიანობა პირველივე დღიდან.

მეწარმეობის კურსი შემუშავებულია BTU-სა და ჰენლის ბიზნეს სკოლას შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, რის ფარგლებშიც ჰენლის ბიზნეს სკოლის მიერ მოწოდებული სასწავლო მასალები გამოიყენება. ეს კი ნიშნავს, რომ ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მეწარმეობის საგანი ისწავლონ იმ უმაღლესი სტანდარტით, რომელიც მსოფლიოს საუკეთესოთა შორისაა აღიარებული.

BTU-ს მეწარმეობის ცენტრი,  სტუდენტებს ისევე როგორც  ქვეყანაში არსებულ ყველა სტარტაპს სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. მეწარმეობის ცენტრის ბენეფიციარებისთვის სრული დაფინანსებით არის ხელმისაწვდომი ვებინარები, ტრენინგები, სტარტაპ ბანაკები, კვალიფიციურ მენტორებთან ინდივიდუალური კონსულტაციები, და სხვა მათთვის საჭირო სერვისები. სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის შეთავაზებული აქტივობების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ქვედა ჩამონათვალში. 

ცენტრი აღნიშნულ აქტივობებს სხვადასხვა კომპანიებისთვისაც აორგანიზებს. დაინტერესებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ მიმართონ მეწარმეობის ცენტრს და აირჩიონ მათთვის სასურველი სერვისი. სერვისის/პროგრამის შეთავაზება ხდება ინდივიდუალურად, დაინტერესებული პარტნიორი ორგანიზაციის პრიორიტეტების შესაბამისად. ინოვაციური იდეების გენერირება, ბიზნეს მოდელის და ბიზნეს გეგმის გამართვა, ფინანსების მოძიება და ინვესტორებთან ურთიერთობა – იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც პარტნიორის საჭიროებებიდან გამომდინარე ინტეგრირდება სტარტაპ ბანაკების და სხვა ტრენინგ პროგრამებში.

მსგავსი სიახლეები

SGBA Business meeting 2023-ის ოფიციალური მხარდამჭერია ლუქს კლასის საცხოვრებელი კომპლექსი-Raimond Residence

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა

ერთ კვირაში ნავთობის ღირებულება 4%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი ბრენტის ფასი 81 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 77 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთწლიან პერიოდში ნავთობის ბირჟაზე საშუალოდ 10%-ითაა გაიაფებული.…

Coaching UP University-ში სწავლა ICF საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო პროგრამაზე დაიწყო

Coaching UP University-ში სწავლა ICF საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო პროგრამაზე - "საერთაშორისო დონის პროფესიონალი ქოუჩი" უკვე დაიწყო. პროგრამა განკუთვილია მათთვის, ვისაც ახალი პროფესიის დაუფლება სურთ…

ბიზნეს სამიტი 2023-მა თვალის კლინიკა – “ახალ მზერას” უმასპინძლა

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გამართება, რომელსაც 400-მდე დელეგატი ესწრებოდა. სამიტი მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იყო საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით.…

ბიზნეს სამიტი 2023-მა გერმანიაში შექმნილ საერთაშორისო კომპანია-მეამას და სასტუმრო-ეპიზოდს უმასპინძლა

15 ოქტომბერს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გაიმართა "ბიზნეს სამიტი 2023", რომელსაც ქართული ბიზნესები ესწრებოდნენ 400 დელეგატისგან შემდგარ სამიტზე პრეზენტაცია გამართეს ქართულმა ბიზნეს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!