საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებიეკონომიკასიახლეები

რატომ გაძვირდა მოსაკრებელი ტრაილერებისთვის

0
გაზიარება

ფინანსთა სამინისტრო სატრანზიტო ტრანსპორტისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებლის გაძვირებას განმარტავს. როგორც უწყებაში BMG-ის უთხრეს, ბოლო წლებში სატრანზიტო გზების მოსაწესრიგებლად ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხა დაიხარჯა, მოქმედი მოსაკრებელი კი 2010 წელს იყო დადგენილი.

“როგორც ცნობილია, გზათსარგებლობის საფასური ტრანზიტული ტვირთებისთვის შემოღებულია 2010 წლის 1 აგვისტოდან და დღემდე ქვეყანაში სწორედ 2010 წლის მდგომარეობით განსაზღვრული ოდენობა (200) ლარი მოქმედებს. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში საქართველომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და საბიუჯეტო სახსრებით მნიშვნელოვანი თანხები (5 მილიარდ ლარზე მეტი) მიმართა ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტებით საგზაო ინფრასტუქტურის მოწყობაზე და დღეს ამ ინფრასტუქტურას აქტიურად იყენებენ საერთაშორისო გადამზიდავები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის საგზაო ინფრასტუქტურა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საჭიროებს მოვლა-შენახვას, რისთვისაც აუცილებელია შესაბამისი ფინანსური რესურსები. სწორედ ამას უკავშირდება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტრანზიტული ტვირთებისთვის იზრდება გზათსარგებლობის საფასური 200 ლარიდან 350 ლარამდე”,-აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

მთავრობის 7 ივნისის დადგენილებით 20 ივნისიდან გზათსარგებლობის საფასური ტრანზიტულად გადაადგილებული ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გასატანი ტვირთის გადაზიდვისას ერთ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი თანხა 350 ლარი იქნება.

2021 წლის განმავლობაში საქართველოს დერეფნით სულ 332,000-მა ტრაილერმა ისარგებლა, საიდანაც ბიუჯეტში 66.4 მილიონი ლარის გზათსარგებლობის გადასახადი შევიდა.

მსგავსი სიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის სპონსორია, ლითონის ნაკეთობათა მწარმოებელი კომპანია – K Group

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს  Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

შატო ზეგაანის ღვინის აღიარება პარიზში

პარიზში გამართულ გასტრომეღვინეობის ოსკარის ცემეონიალზე, სადაც მოხვედრა ერთეულების ხვედრია იტალიური და ესპანური ღვინოების გვერდით ქართულმა ღვინომაც შეძლო ამ სივრცის დაპყრობა. ეს რთული გზა "შატო ზეგაანი"-ს საფერავმა…

შეიძინე საქართველოში ლარის პირველი, ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი ობლიგაციები

გამოიყენე უნიკალური შესაძლებლობა და შეიძინე თეგეტა ჰოლდინგის საქართველოში ლარის პირველი, ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი, ფიქსირებულგანაკვეთიანი ობლიგაციები. Tegeta • თეგეტა ჰოლდინგი, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 20 მილიონ…

„ათიდან ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ოჯახს საკვებზე ფული არ ჰყოფნის,“ – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ს) კვლევის მიხედვით „ათიდან ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ოჯახს საკვებზე ფული არ ჰყოფნის". „ათიდან ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ოჯახს საკვებზე ფული არ ჰყოფნის, ხოლო ოთხში ერთი ადამიანის…

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, რესტორანი – ამირანი

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს  Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!