ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკასაზოგადოებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

რატომ გაეზარდათ მობილურ ოპერატორებს შემოსავლები ინტერნეტიდან?

0
გაზიარება

მობილური ინტერნეტი სატელეფონო ზარებს ანაცვლებს. წლიდან-წლამდე და თვიდან-თვემდე იზრდება როგორც მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რიცხვი, ასევე მოთხოვნა მოცულობებზე. ამასობაში ნელ-ნელა კორექტირდება მობილური ოპერატორების შემოსავლის სტრუქტურაც. კომუნიკაციების კომისიის ანალიზიდან ირკვევა, რომ თუკი წარსულში მობილური ოპერატორების შემოსავლის მთავარი წყარო ხმოვანი მომსახურება (გამავალი და შემომავალი ზარები) იყო, დღეს ისინი შემოსავლის ყველაზე დიდ წილს მობილური ინტერნეტიდან იღებენ.

2022 წლის აპრილის სტატისტიკის მიხედვით, კომპანიების შემოსავლის 45% მობილურ ინტერნეტზე მოდიოდა, როცა ხმოვანი მომსახურებიდან შემოსავლის 41% მიიღეს.

“მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ მობილური ინტერნეტიდან შემოსავლების ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, გაძვირებული ტარიფებია.

“2021 წელს კომუნიკაციების კომისიამ გააუქმა საცალო ბაზრის რეგულაცია, რომელმაც თავისუფალ რეჟიმში გადაიყვანა მობილური ოპერატორები (მათ ტარიფების ცვლილება მარეგულირებელთან შეთანხმების გარეშე შეუძლიათ). ჩვენ გვახსოვს, რომ სწორედ ამის შედეგად ორმა მსხვილმა ოპერატორმა გაზარდა მინიმალური შეთავაზების პაკეტების ფასი. შემოსავლების ზრდა ამას უნდა უკავშირდებოდეს.

ამასთან ერთად, მობილური აბონენტების ზრდა შენარჩუნებულია – იზრდება 4G-ს გამოყენებაც, რაც ზრდის ინტერნეტზე მოთხოვნას, რადგან 4G-ის უფრო დიდი მოცულობა სჭირდება. სწორედ ამის ხარჯზე ჩვენ უკეთესი ხარისხით ვხედავთ ფოტოსაც, ვიდეოსაც ინტერნეტში და ა.შ.”, – აცხადებს უჩა სეთური.

მისი თქმით, პანდემიის დასრულების მიუხევადად, ფაქტია, რომ მობილურ ინტერნეტზე მოთხოვნა იზრდება.

“პანდემიის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ტრაფიკები არის გაორმაგებული, მათ შორის ტერაბაიტების რაოდენობას თუ შევადარებთ წინა წლებთან. ზრდის ტრენდი, სავარაუდოდ შენარჩუნდება, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდი დასრულდა”, – აცხადებს ის.

მსგავსი სიახლეები

მსოფლიოში მილიარდერთა რიცხვი 7%-ით გაიზარდა 2 542-ს მიაღწია

შვეიცარული ბანკის, UBS-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მსოფლიოში მილიარდერთა რიცხვი 7%-ით გაიზარდა 2 542-ს მიაღწია. ფინანსური ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, 2022 წელს მილიარდერების რაოდენობა 2 376 იყო,…

საქართველოში 210 კერძო და 2 086 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით საქართველოში 210 კერძო და 2 086 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 296 ზოგადსაგანმანათლებლო…

სახელმწიფო ძვირად ღირებულ, ინოვაციურ წამლებს პირდაპირ მწარმოებლისგან შეიძენს

სახელმწიფო ძვირად ღირებულ, ინოვაციურ მედიკამენტებს მწარმოებლისგან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით იყიდის. . კანონპროექტი პარლამენტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და…

ნებართვის გარეშე ქიმიური ნივთიერებების იმპორტი და ტრანზიტი აიკრძალება

„ქიმიური ნივთიერებებისა და მინარევების შესახებ“ კანონპროექტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს, რომლის მიღებაც ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის ნაწილია. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს,…

1 დეკემბრის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7086 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0043 ლარით გამყარდა. ევრო - 2.9583 ლარი აშშ დოლარი -…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!