ტურიზმი, დასვენება და გართობა
ტურიზმი, დასვენება და გართობაRSS კატეგორიამოგზაურობატურ ოპერატორები

როდის დაიწყება პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და აშშ-ს შორის?!

0
გაზიარება

პირდაპირი რეისი, რომელსაც უკვე ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება, შესაძლოა ძალიან მალე რეალობად იქცეს. 2019 წელს პირველად დაანონსდა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იგეგმებოდა. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, პანდემიამ გაახანგრძლივა, თუმცა დღეისათვის უკვე ფრენების დაწყების სავარაუდო თარიღი ცნობილია.

აღნიშნულ მიმართულებაზე რეისებს ავიაკომპანია “Air Georgia” შეასრულებს. „3 წელზე მეტია „ეარ ჯორჯია“ ამ პროექტზე მუშაობს. ეს ადვილი დასაწყები არ არის. ამ პროექტისთვის შესაბამისი ფლოტი იყო საჭირო. სიღრმისეულად ვიმუშავეთ და უკვე 3 თვეა თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დგას“, – აღნიშნა „ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა.

რაც შეეხება პირველ საცდელ ფრენას, სავარაუდოდ 2022 წლის ბოლოს ან 2023 წლის დასაწყისში შესრულდება. პირველ წელს კვირაში 2 რეისის შესრულება იგეგმება.

როგორც „ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებელი განმარტავს, ფრენების დასაწყებად, როგორც ავიაკომპანიას, ისე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და თბილისის აეროპორტს, აკრედიტაციის გავლა სჭირდება და ახლა შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

ასე რომ, მალე შესაძლებელი იქნება ავიაბილეთები ამერიკის მიმართულებით პირდაპირ რეისებზეც შეიძინოთ.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა შესაძლოა შემცირდეს

კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ, ნაცვლად 10 წლისა.…

სექტემბრიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რთულდება

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება სავალდებულო 1-ელი სექტემბრიდან იქნება.  შესაბამისი ცვლილება შინაგან საქმეთა მინისტრის…

KASS LAND • წალკის კანიონი • Tsalka Canyon წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა

სასიამოვნო სიახლე Tourist card Georgia - ისა და SuccessCard.ge -ს  მომხმარებლებისთვის,KASS LAND • წალკის კანიონი • Tsalka Canyon წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა, შესაბამისად ბარათის…

NCDC-ის რეკომენდაციები ძლიერ სიცხესთან გასამკლავებლად

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ცხელი დღეების გასამკლავებლად მოსახლეობისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს. მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია:  დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება,…

ჯომარდობა ბორჯომში – იჯომარდე და დაიმუხტე ემოციებით სერტიფიცირებულ ინსტრუქტორებთან ერთად

ბორჯომიდან ახალციხის მიმართულებით 7 კილომეტრში სოფელი ლარები მდებარეობს, გზის მარჯვენა მხარეს კი „ჯომარდობა ბორჯომში“ ბანაკია განთავსებული, რომლის აღმნიშვნელი ბანერი განსაკუთრებით ექსტრემის მოყვარულებს შეუმჩნეველი ვერ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!