ზოგადი განათლებადღის სიახლეებიმთავარი ამბებისაზოგადოებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

როგორ აღნიშნავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?

0
გაზიარება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად საქართველოს დროშის ფერებში განათდება ალექსანდრიის ბიბლიოთეკა (ეგვიპტე)კანადაში კი უკვე მეორედ, ნიაგარას ჩანჩქერზე გამოიხატება საქართველოს დროშა.

ასევე, 26 მაისთან დაკავშირებით, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდება. ავსტრალიაში კი საქართველოს დროშის ფერები გამოიხატება ავსტრალიის ეროვნული კარილონის შენობაზე.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ADNOC-ის შენობა განათდება საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებით, კორეის რესპუბლიკაში კი – ქალაქ სეულის მერიის შენობა.

26 მაისის აღსანიშნავად, საუდის არაბეთში ქვეყნის ყველაზე ცნობილ შენობაზე – Kingdom Center გამოიხატება საქართველოს დროშა. თურქეთში საქართველოს დროშის ფერებში განათდება ანკარის სიმბოლოები, თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების – TOBB შენობები, ე.წ. ტყუპები და აგრეთვე, ათაქულეს კოშკი; საქართველოს ეროვნული დროშის ფერები გამოისახება სტამბოლის ხიდზეც. აზერბაიჯანში 26 მაისის აღსანიშნავად განათდება ქალაქ ბაქოს ცენტრში მდებარე შენობა. უნგრეთში საქართველოს დროშის ფერებით განათდება შოთა რუსთაველის ძეგლი. სომხეთში კი საქართველოს დროშა გამოისახება დედაქალაქში არსებულ ბილბორდებზე.

26 მაისის აღსანიშნად, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვას ცენტრალური ხიდი, ასევე ქალაქ კაუნასში ძველი მერიის შენობა „რატუშა“ და შადრევანი, ასევე დაგეგმილია ირლანდიაში, დუბლინის მერიის შენობის განათება საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. ბარსელონასა და ქალაქ ათენში განათდება ქალაქის შადრევნები, ხოლო კვიპროსში – საქართველოს დროშის ფერები გამოისახება ძველი მერიის შენობაზე.

ქალაქ სალონიკში მერიის შენობა ასევე განათდება ქართული დროშის ფერებით. ისრაელში კი, 26 მაისთან დაკავშირებით, ქალაქ იერუსალიმის დავითის კოშკსა და ძველი ქალაქის კედელზე ქართული დროშა გამოხატება. აგრეთვე, უზბეკეთში განათდება ქალაქ ტაშკენტის ცენტრალურ მოედანზე მდებარე სასტუმრო „უზბეკეთი“, ხოლო სლოვაკეთში, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს შენობები. ასევე, 26 მაისთან დაკავშირებით, ირანში თეირანის მთავარ სატელევიზიო ანძაზე გამოისახება საქართველოს დროშა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბელგიაში, ტრადიციულად, 26 მაისის აღსანიშნავად, ბრიუსელის სიმბოლოს, ცნობილი ქანდაკების – Manneken-Pis ქართული ჩოხით შემოსვის ცერემონია გაიმართება. ქალაქ ნიუ-იორკში კი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშის აღმართის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება.

ჩინეთში დაგეგმილია შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნა. რუმინეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მეფე მიხაი პირველის სახელობის პარკში იგეგმება შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნა, ასევე რუმინულ ენაზე „საქართველოს ისტორიის“ წიგნის პრეზენტაცია და ქართული ფილმების ჩვენება.

ჩეხეთში, ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მასარიკის უნივერსიტეტში, ადრეული შუა საუკუნეების კვლევით ცენტრში გაიხსნება შოთა რუსთაველის კაბინეტი.

ამასთან, ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვაც.

ბელგიაში საქართველოს საელჩოსა და ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლობის ერთობლივი ორგანიზებით, იგეგმება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენის მოწყობა და თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა.

ბრიტანეთის მუზეუმში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მოეწყობა გამოფენა – „საქართველოს ისტორიის ევროპული ფურცლები“ .

ამასთან, ლიეტუვას ოკუპაციის მუზეუმში, დაგეგმილია, 1989 წლის 9 აპრილის 33-ე წლისთავისადმი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენის ორგანიზება – “33 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან, საქართველოს ბრძოლა თავისუფლებისათვის“.

ესტონეთში, 26 მაისს, მოეწყობა გამოფენა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის თემაზე, ლატვიაში კი ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობაში გაიმართება გამოფენა „საქართველო – ევროპის განუყოფელი ნაწილი“. გერმანიაში, დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ასევე იგეგმება გამოფენისა და კინოჩვენების ორგანიზება.

სლოვენიაში საქართველოს ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ლიუბლიანის მერიის შენობაში გაიხსნება ფოტოგამოფენა (25 მაისი – 2 ივნისი) „ჩემი ციხე-სიმაგრე ჩემი სახლია“, ასევე გაიმართება საქართველოს ელჩის საჯარო ლექცია სლოვენიის დიპ. აკადემიის სტუდენტებისა და ახალგაზრდა დიპლომატებისათვის;

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ირლანდიაში დუბლინის მერიის შენობაში Mansion House ასევე გაიმართება ფოტო – გამოფენა და ფილმის ჩვენება. ექსპოზიცია მიეძღვნება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის თემატიკას და ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ შედეგებს. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურის, ისტორიის, ანბანის და ქართული ეროვნული სამოსის ამსახველი ფოტოგამოფენა.

კატარში, 26 მაისთან დაკავშირებით, იგეგმება ქართველი მხატვრების გამოფენის მოწყობა.

ასევე, მექსიკის დედაქალაქის ემბლემატურ მუზეუმში – Soumaya, გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ნაჩვენები იქნება ფილმი – „დემოკრატიული მმართველობის ისტორია საქართველოში“.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება სერბეთშიც, სადაც მოეწყობა გამოფენა – „ქართული სამოსი – ეროვნული სიმდიდრე და ევროპული კულტურის მემკვიდრეობა“ ქართული ღვინის დეგუსტაციის თანხლებით.

26 მაისს, იაპონიაში გაიხსნება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები და ქართული ანბანის სამი სახეობის, ასევე ქართული ეროვნული სამოსის ნიმუშები.

ასევე, აშშ-ში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება დახურული ფორმატის დისკუსია საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ;

ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად ღონისძიებები ასევე მოეწყობა შვეიცარიაშიფინეთშიუნგრეთშიარგენტინაშიიტალიაშივატიკანშიესპანეთშიპორტუგალიაშიპოლონეთშიკვიპროსშიშვედეთშისაბერძნეთშინიდერლანდებშიავსტრიაშიდანიაშილატვიაშიბელარუსშიბულგარეთშიქუვეითშიყაზახეთშიმალაიზიაშიიორდანიაში, ქალაქ ნიუ-იორკში, ქალაქ სან-ფრანცისკოში, ქალაქ ტრაპიზონში.

მსგავსი სიახლეები

ბლუმბერგი ბათუმის, როგორც ბიზნეს შესაძლებლობების ქალაქის შესახებ სიუჟეტს ამზადებს

ტელეკომპანია BLOOMBERG ბათუმის, როგორც საინვესტიციო და მრავალფეროვანი ბიზნეს შესაძლებლობების ქალაქის შესახებ სიუჟეტს ამზადებს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრესსამსახური…

„ჰიუნდაი ავტო საქართველო“ 25 წლისაა

„ჰიუნდაი ავტო საქართველო“-მ ქართულ ბაზარზე ბიზნესსაქმიანობის 25 წლის იუბილე აღნიშნა. იუბილესთან დაკავშირებით, კომპანიამ 25 სექტემბერს, სასტუმრო „პულმანში“ სპეციალური მიღება გამართა. ღონისძიებას ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის…

მიგრანტების შემოსვლა საქართველოსთვის ერთგვარი შოკია, რაც ინფლაციაზე წნეხს გაზრდის – ADB

მიგრანტების შემოდინება ერთგვარი შოკი იქნება საერთო მოთხოვნისთვის - იქნება მაღალი ზეწოლა ინფლაციაზე, საკვების ფასებზე და სერვისებზე“,- ამის შესახებ ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის რეგიონული თანამშრომლობისა და…

jobs.ge-ზე ვაკანსიები იზრდება

2022 წლის მარტიდან აგვისტოს ჩათვლით, 39 984 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 37%- ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 197%- ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამის შესახებ…

საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება

საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება,მატულობს როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტიც. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში 2 ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 85,430 მლნ დოლარი შეადგინა, წინა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!