უცხოური ბიზნეს სიახლეებიRSS კატეგორიადღის სიახლეებისაინტერესო სიახლეები

როგორ გახდა Domino’s ერთ-ერთი ყველაზე დიდი პიცის ქსელი მსოფლიოში

0
გაზიარება

დომინოს პიცა ან უბრალოდ დომინოსი — ამერიკული მულტიეროვნული პიცის სარესტორნო ქსელი, რომელიც 1960 წელს დაარსდა. დომინოსის სათაო ოფისი მდებარეობს ენ-არბორში, მიჩიგანის შტატში.
კომპანიას თავდაპირველად „Domino’s Pizza“ (დომინოს პიცა) ერქვა, 2012 წლის აგვისტოში კი სახელწოდება შეიცვალა და „Domino’s“ (დომინო’ს) დაერქვა. ამავე პერიოდში შეიცვალა კომპანიის ლოგოც. ლურჯი მართკუთხედი და ტექსტი დომინოსის ქვეშ საერთოდ გაქრა, წითელი ფერის დომინოდან ერთი ნაწილი ამოვარდა და მხოლოდ ერთ წერტილიანი ნაწილი დარჩა. მას ქვემოთ დაემატა ლურჯი კვადრატი, სადაც ორი წერტილია დატანილი. გაკეთდა იმ მიზეზით, რომ კომპანიას სურდა მენიუს არჩევანის „გაფართოება“, ვიდრე ეს უბრალო ტრადიციული პიცა იყო.

31 tasty facts you never knew about Domino's | lovefood.com


თავდაპირველად დომინოსის რესტორნები მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობდა. 1983 წლის 12 მაისს, სარესტორნო ქსელმა პირველად გახსნა რესტორანი ამერიკის საზღვრებს გარეთ. ეს რესტორანი კანადაში, მანიტობას პროვინციაში, ქალაქ უინიპეგიში გაიხსნა. ამავე წელს, დომინომ თავისი საიუბილეო რაოდენობის, მეასე რესტორანი გახსნა ვანკოვერში, ვაშინგტონის შტატში. მოგვიანებით, 1985 წელს პირველი რესტორანი გაიხსნა გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ ლუტონში.

1985 წელს რესტორანი გაიხსნა ტოკიოში, იაპონიაში. 1993 წელს, დომინოსი გახდა მეორე ამერიკული კომპანია, რომელმაც თავისი ფილიალი გახსნა დომინიკელთა რესპუბლიკაში, ხოლო პირველი ამერიკული კომპანია, რომელმაც შეაღწია ჰაიტიში, ლუის დე ხესოს როდრიგესის ხელმძღვანელობით. 1995 წლისთვის დომინოსს ამერიკის საზღვრებს გარეთ რესტორნები 1000 ლოკაციაზე ჰქონდა გახსნილი. 2014 წლისთვის დომინოსს 6000 საერთაშორისო რესტორანი ჰქონდა და აპირებდა რესტორნის გახსნას პიცის სამშობლოში, იტალიაში. პირველი იტალიური დომინოსი 2015 წლის 5 ოქტომბერს, ქალაქ მილანში გაიხსნა.

Domino's Pizza | GEOCONCEPT SA


დომინოსის მენიუ რეგიონების მიხედვით განსხვავდება. დომინოსის ამჟამინდელ ამერიკულ მენიუში წარმოდგენილია ამერიკული და იტალიური კერძები. პიცის გარდა, სხვა კერძებია: მაკარონი, პურის თასები და ღუმელში გამომცხვარი სენდვიჩები. მენიუ ასევე მოიცავს სასმელებსა და დესერტებს.

დაარსებიდან ადრეულ 90-იან წლებამდე დომინოსის პიცის მენიუ სხვა სწრაფი კვების ობიექტების მსგავსი იყო, სახლში მიტანის სერვისით. ამ პერიოდში კერძები მოიცავდა მხოლოდ პიცას (ორი ზომის: 16 ინჩიანი და 12 ინჩიანი) და კოკა-კოლას.
მენიუში ახალი კერძები პირველად 1989 წელს დაემატა. ამ პერიოდში დაემატა ტაფაზე მომზადებული პიცა. მისი დანერგვა ბაზრის კვლევის შედეგად მოხდა, რომლის შედეგების მიხედვითაც, პიცის მომხმარებელთა 40% უპირატესობას სქელქერქიან პიცას ანიჭებს. დომინოსმა 1993 წლის დასაწყისში დაიწყო დიდი ზომის პიცების ტესტირება, რომლებიც 30 ნაჭერს მოიცავდნენ.

Domino's will tip you $3 if you order online and carryout your pizza

2003 წლის აგვისტოში, დომინოსმა დაიწყო ახალი პიცის წარმოება. პროდუქტის შექმნისათვის თანამშრომლობა შედგა მესაქონლეობის ეროვნულ ასოციაციასთან. 2006 წელს შეიქმნა ბრუკლინის სტილის პიცა, რომელიც გამოირჩევა თხელი ქერქით, სიმინდის ფქვილის შემადგენლობითა და დიდი ზომის ნაჭრებით.

2010 წელს, დაარსების 50 წლის იუბილის აღსანიშნავად მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა პიცებში გამოყენებულ ცომში, სოუსსა და ყველში.

2013 წელს, ისრაელში დომინოსის პირველი ვეგანური პიცა შეიქმნა. ყველის მაგივრად მასში გამოყენებული იყო სოიო.

2009 წლის ბოლოს, როდესაც კომპანიის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე ყველაზე დაბალი იყო, 2016 წელს, ხუთი წლის შემდეგ დომინოსის აქციების ღირებულება 700%-ით გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!