დღის სიახლეებიპარტნირებირეპორტაჟებისიახლეებისილამაზის და ესთეთიკის ცენტრები

როგორ მოვუაროთ სახის კანს ზაფხულამდე? – საინტერესო რეკომენდაციები ესთეტიკური მედიცის ევროპული ცენტრისგან

0
გაზიარება

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად სახის კანის მოვლასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა ჩნდება, რადგან სახის კანი მოვლა ზაფხულისთვის აუცილებლად გაზაფხულიდან უნდა მოამზადოთ. ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას სახის კანზე, სწორედ ამიტომ ერთი თვით ადრე მაინც უნდა დავიწყოთ სახის კანზე  ზრუნვა.

ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრის ექიმი-ინექციონისტი მაკო ესელიძე GeobusinessNews.ge-სთან კანის სიმშრალის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს და აქვე ზაფხულში კანის მოვლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან რეკომენდაციებს გთავაზობთ :

„ზაფხულში  კანის ეპიდერმისიდან იმაზე მეტი წყლის აორთქლება ხდება ვიდრე მას ღრმად მდებარე შრეების უჯრედებიდან მიეწოდება, სწორედ ამ დროს ვითარდება კანის სიმშრალე. თუ ნორმალური ტემპერატურის პირობებში კანის ზედაპირიდან ორთქლდება 200-300 მლ წყალი , ზაფხულში ეს მაჩვენებელი 2ჯერ- 3ჯერ მაღალია. ამავდროულად ზაფხულში მზეზე ყოფნის დროს ხდება კოლაგენური და ელასტიური სტრუქტურების დეგენერაცია.

ჭარბი მზე ისეთივე სახიფათოა, როგორც მისი ნაკლებობა. ზაფხულის ცხელ დღეებში, სახის კანს შესაბამისი მოვლა სჭირდება, კანის ტიპის მიხედვით. ზაფხულში ყველა ტიპის კანი მუდმივად უნდა ტენიანდებოდეს და უნდა იყოს დაცული ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან.

სიმშრალის არსებობის პირობებში იმატებს ქავილის შეგრძნება და დაზიანებული უბნების ინფიცირების რისკი, იმისათვის რომ ამის პრევენცია მოვახდინოთ:

  • არ გახვიდეთ სახლიდან მულტიდამცავი საშუალებების გარეშე. კრემები SPF ფილტრით (sun protector factor), დაიცავს თქვენს კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან, ჰიპერპიგმენტური ლაქებისგან და ნაადრევი სიბერისგან
  • აქტიურად გამოვიყენოთ ph neutral დასაბანი და დამატენიანებელი საშუალებები, რაც კანზე არსებული ბალანსის შენარჩუნებას განაპირობებს , რათა ნაკლებად მოხდეს სხვადასხვა ზაფხულთან თანმდევი პრობლემის განვითარება.
  • დატენიანება კანისთვის არა მხოლოდ გარეგნულად არის მნიშვნელოვანი, არამედ შინაგანადაც. სასურველია, ზაფხულში დალიოთ ბევრი წყალი, რაც აცოცხლებს კანს და ხელს უშლის მის გამოშრობას. დღეში 2-3 ლიტრი წყლის დალევა ზაფხულში აუცილებელია, თუ გსურთ, რომ თქვენს კანს ჯანსაღი ელფერი დაჰკრავდეს.
  • იოგა, ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში , აუმჯობესებს კანზე სისხლის მიმოქცევას , ამ დროს კანს მიეწოდება ჟანგბადი და საკვები.
  • ხილი და ბოსტნეული მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით სავსე პროდუქტებია, ამიტომ უკეთესი იქნება, თუ ზაფხულის პერიოდში უფრო მეტად მცენარეულ საკვებზე იქნებით, ვიდრე ცხოველურზე

რეკომენდებულია, ზაფხულში თავის მოვლის პროცედურებს ყურადღება მიაქციოთ.

პროცედურები რომელიც ზაფხულში შესაძლებელია ჩატარდეს:

  • მასაჟი და მოვლის პროცედურები
    წმენდა ღრმა აბლაციის და პილინგის გარეშე
    Hydrafacial
    წმენდა
    ზოგიერთი ზედაპირული პილინგი
  • მეზოთერაპია – ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით შერჩეული ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების მიკრო ინექცია;
  • ბიორევიტალიზაცია – ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული პრეპარატების მიკრო ინექცია;
  • პლაზმოთერაპია – პაციენტში საკუთარი სისხლის პლაზმის შეყვანა კანის შიგნიდან აღსადგენად და სამგანზომილებიანი გაახალგაზრდავებისთვის;

 

მსგავსი სიახლეები

საწვავის ფასი სხვადასხვა ქვეყნებში

მსოფლიოს მასშტაბით საწვავის ფასები განსხვავებულია. ნავთობითა და ენერგორესურსებით მდიდარ სახელმწიფოებში ბენზინის, დიზელისა თუ სხვა სახის ნავთობპროდუქტების ფასები გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე იქ, სადაც ეკონომიკა თითქმის…

თხილის ექსპორტი გაიზარდა

საქართველომ 2023 წლის იანვარ-აპრილში 30.6 მლნ აშშ დოლარის 6 283 ტონა თხილი გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 27.5 მლნ აშშ დოლარის 5 588 ტონა თხილი. ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალi, სადაც საქართველომ 2023 წელს ყველაზე დიდი…

სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნების ტოპ 5-ეული

Global Startup Ecosystem Index-ის ყოველწლიურ რეიტინგში სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნები გამოვლინდა, ესენია: აშშ დიდი ბრიტანეთი ისრაელი კანადა შვედეთი ხუთეულში შემავალი ქალაქების რეიტინგში აშშ-ის ოთხი ქალაქი მოხვდა - …

სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში საჯარიმო სანქციები იზრდება

პროექტის მიხედვით სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი ჯარიმების ოდენობები შემდეგი სახით იზრდება: ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობაზე 10 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!