ეკონომიკა

როგორ შეგიძლიათ 112-ის საფასური დაიბრუნოთ?

0
გაზიარება

იურისტმა ლევან ალაფიშვილმა 112-ის საფასურის დაბრუნების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოგებული საქმე, საქართველოს მთავრობას სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად იურისტი ავრცელებს.

„კიდევ მოვიგე! სააპელაციო სასამართლოშიც. #112-ის საფასური, რომელიც 8 წლის განმავლობაში 2020 წლამდე მეჭრებოდა, უნდა დააბრუნოს მთავრობამ.

თბილისის საქალაქო სასამართლო (მოსამართლე: ეკატერინე ჯინჭველაშვილი) – 9.03.2022, თბილისის სააპელაციო სასამართლო (მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი) – 15.07.2022.

თანხა ბევრი არ არის მაგრამ #პრინციპი და #კანონი არ იზომება. შეგახსენებთ, 2019 წელს საკონსტიტუციოც მოვუგე მთავრობას“, – წერს ალაფიშვილი.

იურისტი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები სახელმწიფოს მიერ დაკისრებული 112-ის ყოველთვიური გადასახადის დაბრუნებას მოინდომებენ, მათ ეს სასამართლოს გზით უნდა შეძლონ, რამეთუ საკითხთან დაკავშირებით პრეცედენტი უკვე შექმნილია და სასამართლო თითოეული საქმის მიმართ დამოუკიდებლად იმსჯელებს და გადაწყვეტილებასაც გამოიტანს.

მსგავსი სიახლეები

გახდი სეილნიუს ქარდის მფლობელი და მიიღე ფასდაკლება შენთვის საჭირო პროდუქტზე და მომსახურებაზე

დაისვენე, იშოპინგე, გალამაზდი, დახარჯე ნაკლები და აისრულე სურვილების SALENEWS CARD-ის დახმარებით. წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია ერთ სივრცეში აერთიანებს 200-მდე კომპანიას. თითოეული კომპანია კი SALENEWS CARD -ის…

10 დეკემბერს „პასუხისმგებლიანი ბიზნესი 2022“ გაიმართება

2022 წლის 10 დეკემბერს ბიზნეს დაჯილდოება - „პასუხისმგებლიანი ბიზნესი  2022“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ ინიციატივითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გაიმართება. ჯილდო გადაეცემა დამსაქმებლებს, რომლებიც…

საქართველოში ოქტომბრის თვის სტატისტიკის მიხედვით 219 273 მსესხებელს ვადაგადაცილება უფიქსირდება

„კრედიტინფოს“ 2022 წლის ოქტომბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 219 273 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 427 104-ს შეადგენს. ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის…

საქართველოდან უცხოეთში ვიზიტები 3.3-ჯერ გაიზარდა

2022 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 693.4 ათასი გასვლა საზღვარგარეთ. გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.3 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა- საქსტატი…

2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 15 228.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

საქსტატის ცნობით საგარეო სავაჭრო ბრუნვიდან შემოსული 15 228.4 მლნ. აშშ დოლარიდან ექსპორტი 4 546.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (34 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 10 682.4 მლნ. აშშ დოლარს (33.3 პროცენტით მეტია). სასაქონლო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!