საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებისიახლეებიფინანსები

რუსეთი რეგულარი ტიპის ბენზინის უალტერნატივო მომწოდებელია

0
გაზიარება

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, დღესდღეობით რეგულარი ტიპის ბენზინის იმპორტის მიმართულებით რუსეთი უალტერნატივოა. მისი თქმით, არსებულ რეალობაში საქართველოში იმპორტირებული რეგულარი ტიპის ბენზინის 90% სწორედ რუსეთზე მოდის, რომლის გამომწვევი მთავარი მიზეზი არის დაბალი ფასი.

„დღესდღეობით ქართველი ნავთობიმპორტიორები რეგულარი ტიპის საწვავს რუსეთისგან ფასდაკლებით ყიდულობენ. ამ ფონზე საწვავის იმპორტი რუსეთიდან გაზრდილია და შემიძლია გითხრათ, რომ რეგულარი ტიპის ბენზინის იმპორტის 90% არსებულ რეალობაში სწორედ რუსეთიდან ხორციელდება. თუმცა განსხვავებული მდგომარეობაა სხვა ტიპის ბენზინებზე, სადაც რუსული საწვავი ვერ დომინირებს.

ზოგად მოცემულობას და სხვადასხვა ტიპის საწვავის იმპორტს თუ გავაერთიანებთ, მაშინ რუსეთის მთლიანი წილი 28-29%-ია, რის საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაზარი დივერსიფიცირებულია“, – აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

31 მარტის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.41 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5563 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული…

საქართველოში ზეთისხილის პირველი სანერგე იხსნება

„საქართველოში გაიხსნება პირველი სანერგე, რომელსაც ზეთისხილი გამოჰყავს კალმით და დამყნობით. მე უკვე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ წელს ვაწარმოებთ, ნახევარ მილიონ ნერგს, მომავალი 2 წლის განმავლობაში - 1 მილიონს“,- ამის…

ილონ მასკმა Twitter-ზე 133 მილიონზე მეტი გამომწერი დააგროვა და ბარაკ ობამას გადაუსწრო

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა Twitter-ზე 133 მილიონზე მეტი გამომწერი დააგროვა და ამ პარამეტრით აშშ-ის 44-ე პრეზიდენტს, ბარაკ ობამას გადაუსწრო, - ამის შესახებ ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა, The Verge-ი…

მსოფლიო ბრინჯის კრიზისის წინაშეა

The Economist-ის ინფორმაციით მსოფლიო ბრინჯის კრიზისში შედის,რადგან გლობალური მოთხოვნა მკვეთრად იზრდება, მოსავლიანობა სტაგნაციაშია, წარმოებისთვის საჭირო მიწა, წყალი და მუშახელი სულ უფრო მწირი ხდება, კლიმატის ცვლილება და…

„ჩიკატაის“ სათამაშოები ავსტრალიაში ექსპორტზე გავიდა

ხელნაკეთი სათამაშოების მწარმოებელმა ადგილობრივმა კომპანია „ჩიკატაიმ“ გასულ კვირას საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე ავსტრალიაში გააგზავნა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა თამარ ბუიღლიშვილმა განაცხადა. ბუიღლიშვილის თქმით…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!