დღის სიახლეებიRSS კატეგორიასაინტერესო სიახლეებიტურიზმი, დასვენება და გართობა

რუსი და ბელარუსი ტურისტებისგან მიღებული შემოსავალი მარტის თვეში – PMCG-ის ანგარიში

0
გაზიარება

მარტში რუსი და ბელარუსი ვიზიტორებისგან მიღებულმა შემოსავალმა 63 მლნ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც რუსეთიდან, ბელორუსიდან და უკრაინიდან საერთაშორისო მოგზაურობის დინამიკას ეხება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მარტში რუსეთის მოქალაქე მოგზაურებისგან მიღებულმა შემოსავლებმა მნიშვნელოვანი ზრდა (133%) აჩვენა წინა თვესთან შედარებით და 34.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ბელარუსების შემთხვევაში, ზრდა კიდევ უფრო მაღალი აღმოჩნდა (551%), ხოლო შემოსავლებმა 29.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. მარტში ტურიზმიდან შემოსავლების ჯამური ოდენობა კი 174.5 მლნ დოლარი იყო.

24 თებერვლის დილას, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და შემდგომ რუსეთისა და ბელარუსის მიმართ სანქციების დაწესებისთანავე, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების სწრაფი შემოდინება რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან დაიწყო. მარტში საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობამ 45 100-ს მიაღწია, რაც საქართველოში შემოსულთა 18%-ს შეადგენდა. გარდა ამისა, წინა თვესთან შედარებით, 68.8%-ით გაიზარდა შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა. ბელარუსის მოქალაქეების რაოდენობა კი მნიშვნელოვნად, 281.1%-ით, გაიზარდა წინა თვესთან შედარებით, მიაღწია 20 000-ს და საქართველოში შემოსვლების საერთო რაოდენობის 8% შეადგინა.

რაც შეეხება შემოსული უკრაინის მოქალაქეების რაოდენობას, ეს მაჩვენებელი 2022 წლის თებერვალთან შედარებით 53.5%-ით გაიზარდა და 16 900-ს მიაღწია”.

მსგავსი სიახლეები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

31 მარტის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.41 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5563 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული…

საქართველოში ზეთისხილის პირველი სანერგე იხსნება

„საქართველოში გაიხსნება პირველი სანერგე, რომელსაც ზეთისხილი გამოჰყავს კალმით და დამყნობით. მე უკვე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ წელს ვაწარმოებთ, ნახევარ მილიონ ნერგს, მომავალი 2 წლის განმავლობაში - 1 მილიონს“,- ამის…

ილონ მასკმა Twitter-ზე 133 მილიონზე მეტი გამომწერი დააგროვა და ბარაკ ობამას გადაუსწრო

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა Twitter-ზე 133 მილიონზე მეტი გამომწერი დააგროვა და ამ პარამეტრით აშშ-ის 44-ე პრეზიდენტს, ბარაკ ობამას გადაუსწრო, - ამის შესახებ ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა, The Verge-ი…

მსოფლიო ბრინჯის კრიზისის წინაშეა

The Economist-ის ინფორმაციით მსოფლიო ბრინჯის კრიზისში შედის,რადგან გლობალური მოთხოვნა მკვეთრად იზრდება, მოსავლიანობა სტაგნაციაშია, წარმოებისთვის საჭირო მიწა, წყალი და მუშახელი სულ უფრო მწირი ხდება, კლიმატის ცვლილება და…

„ჩიკატაის“ სათამაშოები ავსტრალიაში ექსპორტზე გავიდა

ხელნაკეთი სათამაშოების მწარმოებელმა ადგილობრივმა კომპანია „ჩიკატაიმ“ გასულ კვირას საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე ავსტრალიაში გააგზავნა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა თამარ ბუიღლიშვილმა განაცხადა. ბუიღლიშვილის თქმით…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!