ბიზნესი

სააფთიაქო ქსელი “იმპექსი” ლოგისტიკურ ცენტრს აშენებს

0
გაზიარება

სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ ქიზიყის ქუჩაზე ლოგისტიკურ ცენტრს აშენებს. საუბარია საწყობზე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია. ლოგისტიკუტი ცენტრისთვის, რომელიც 10 000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება, 20 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება. ცენტრის ნაწილი 2022 წლიდან უკვე ფუნქციონირებს, მაგრამ პროექტი დასრულებულ სახეს, დაახლოებით, 2 წელიწადში მიიღებს.

„მიმდინარე წლიდან ჩვენს სექტორში დისტრიბუტორებისთვის GDP სერტიფიკატის, ხოლო მწარმოებლებისთვის GMP სერტიფიკატის ფლობაა აუცილებელი. ხარისხის მოსაპოვებლად მზადება დავიწყეთ. ლოგისტიკური ცენტრიც ამის ნაწილია. პროექტის განსახორციელებლად ტერიტორია შევიძინეთ, თბილისის მერიისგან ნებართვა მივიღეთ და მშენებლობაც დავიწყეთ. ეს არის 10 000 კვადრატულ მეტრზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომელიც უსაფრთხოებიდან დაწყებული, ტემპერატურული რეჟიმით, მონიტორინგის სისტემით დასრულებული, ყველა საჭირო მიმართულებით არის უზრუნველყოფილი.

კომპანია სასაწყობე მეურნეობისთვის 20 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. თანხის ნაწილი პირველი ნაწილისთვის, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, ათვისებულია. ნახევარს პროექტის დასრულებამდე ავითვისებთ“, – აღნიშნავს „იმპექსის“ დამფუძნებელი.

მსგავსი სიახლეები

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებული სასტუმრო „საირმე“ გახდა

სასტუმრო „საირმემ“ Welcome to Georgia-ს 2022 წლის შემაჯამებელ ცერემონიაზე, ზედიზედ მეორედ, „საუკეთესო 4 სეზონის სამთო სასტუმროს“ ჯილდო მოიპოვა. ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის დაჯილდოებაზე, 350 მონაწილიდან, სულ 24…

თებერვალში მშენებლობა წლიურად 5%-მდე გაძვირდა

2023 წლის თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მშენებლობა თითქმის 5%-ით გაძვირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით…

Netflix-ის მძაფრსიუჟეტიან ფილმში Extraction 2 ქართველი მსახიობები ითამაშებენ

Netflix-ის მძაფრსიუჟეტიანი ფილმის, Extraction 2-ის ახალი ტრეილერი გამოვიდა, რომელშიც მთავარი როლის შემსრულებელ კრის ჰემსვორტთან ერთად ქართველ მსახიობებსიც ჩანან. Extraction 2-ში მსახიობები თინათინ დალაქიშვილი, თორნიკე…

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.5350 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.5350 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.5390 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 5აპრილის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.5420…

ფორმულა 1-ის პარტნიორ პრემიუმ ბრენდებს საქართველოში „თეგეტა მოტორსი“ წარმოადგენს

წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა, ფორმულა 1-ის ჩემპიონატი, მარტიდან მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ავტორბოლის ყველაზე ძვირ და მაღალტექნოლოგიურ სახეობაში რბოლა ნოემბრამდე გაგრძელდება და გამარჯვებულიც ამ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!