დღის სიახლეებისიახლეები

საბანკო სექტორის მოგების 85% მხოლოდ ორ – „თიბისისა“ და „საქართველოს“ ბანკზე ნაწილდება

0
გაზიარება

საბანკო სექტორის მოგების 85% მხოლოდ ორ – „თიბისისა“ და „საქართველოს“ ბანკზე ნაწილდება

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2023 წლის 1-ლი კვარტალის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საანგარიშო პერიოდში 15 კომერციული ბანკიდან 4 ბანკი გავიდა ზარალზე, სხვა ყველა კი მომგებიანი იყო, თუმცა, გასული წლების მსგავსად საბანკო სექტორის მოგების დიდი წილი ორ მსხვილ ბანკზე მოდიოდა.

ოფიციალური მონაცემებით, საბანკო სექტორის 85.2% მხოლოდ ორ ბანკზე – „თიბისისა“ და „საქართველოს“ ბანკზე მოდის. ანგარიშგებების მიხედვით, 2023 წლის 1-ელ კვარტალში „თიბისის“ მოგებამ 237 729 600 ლარი; ხოლო „საქართველოს ბანკის“ წმინდა მოგებამ 282 007 208 ლარი შეადგინა.

ბანკების 2023 წლის 1-ლი კვარტალის მოგების მაჩვენებლები:

  1. „ბაზისბანკი“ – 14 552 026 ლარი;
  2. „სილქ ბანკი“ – -1 157 404 ლარი (ზარალი)
  3. „კრედო ბანკი“ – 5 028 142 ლარი;
  4. „ქართუ ბანკი“ – 5 422 039 ლარი;
  5. „ჰალიკ ბანკი“ – 6 389 919 ლარი;
  6. „ტერა ბანკი“ – 8 434 215 ლარი;
  7. „ლიბერთი ბანკი“ – 21 758 383 ლარი;
  8. „პეისერა ბანკი“ – -210 845 ლარი (ზარალი);
  9. „პაშა ბანკი საქართველო“ – 336 082 ლარი;
  10. „პროკრედიტ ბანკი“ – 12 918 305 ლარი;
  11. „ვითიბი ბანკი“ – 11 048 640 ლარი;
  12. „ზირაათ ბანკი საქართველო“ – 340 495 ლარი;
  13. „იშ ბანკი საქართველო“ – 4 327 308 ლარი.

მსგავსი სიახლეები

საწვავის ფასი სხვადასხვა ქვეყნებში

მსოფლიოს მასშტაბით საწვავის ფასები განსხვავებულია. ნავთობითა და ენერგორესურსებით მდიდარ სახელმწიფოებში ბენზინის, დიზელისა თუ სხვა სახის ნავთობპროდუქტების ფასები გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე იქ, სადაც ეკონომიკა თითქმის…

თხილის ექსპორტი გაიზარდა

საქართველომ 2023 წლის იანვარ-აპრილში 30.6 მლნ აშშ დოლარის 6 283 ტონა თხილი გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 27.5 მლნ აშშ დოლარის 5 588 ტონა თხილი. ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალi, სადაც საქართველომ 2023 წელს ყველაზე დიდი…

სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნების ტოპ 5-ეული

Global Startup Ecosystem Index-ის ყოველწლიურ რეიტინგში სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნები გამოვლინდა, ესენია: აშშ დიდი ბრიტანეთი ისრაელი კანადა შვედეთი ხუთეულში შემავალი ქალაქების რეიტინგში აშშ-ის ოთხი ქალაქი მოხვდა - …

სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში საჯარიმო სანქციები იზრდება

პროექტის მიხედვით სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი ჯარიმების ოდენობები შემდეგი სახით იზრდება: ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობაზე 10 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!