საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებიკვებასიახლეები

საბავშვო ფორმულა Similac-ი ამერიკაში დეფიციტშია – საიდან შემოდის პროდუქტი საქართველოში?

0
გაზიარება

ბავშვთა ხელოვნური კვების ფორმულა Similac აშშ-ში დეფიციტშია, მიზეზი ფორმულას მწარმოებელი ქარხანა Abbott-ის დროებითი დახურვაა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქარხანა, სადაც ბავშვთა ხელოვნური რძე მზადდება, თებერვალში შემოწმების დროს არასათანადო ჰიგიენურ პირობებში იყო, რამაც ხელოვნური რძის დაბინძურება გამოიწვია. შედეგად, ამერიკაში 2 ბავშვი მოიწამლა, ხოლო 2 – გარდაიცვალა.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის და დაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ისინი იძიებენ შესაძლო კავშირს, თუმცა ჯერჯერობით ტესტირებამ დაადგინა, რომ ქარხანაში აღმოჩენილი ბაქტერიების შტამი დაავადებულ ჩვილებში აღმოჩენილს არ ემთხვევა. თავის მხრივ, კომპანია Abbott-ი ანტისანიტარული პირობების გამო FDA-მაც გააკრიტიკა.

ბოლო კვირების განმავლობაში ისეთ დიდ ქსელებში, როგორებიცაა CVS-ი და Walgreens-ი, მოქმედებს შეზღუდვა, რომლის მიხედვით მომხმარებელს ერთ ჯერზე მხოლოდ კონკრეტული რაოდენობის ქილის შეძენა შეუძლია, ეს რაოდენობა კი სხვადასხვაგვარად განისაზღვრება და დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, წონასა და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე.

ამ ეტაპზე ბავშვთა ხელოვნური კვების მარაგი მხოლოდ აშშ-ში იწურება. საგულისხმოა, რომ ტოპ ბრენდის ფორმულა Similac-ი საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი შეძენა ქვეყანაში მოქმედ ნებისმიერ სააფთიაქო ქსელში ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებების ოფიციალური იმპორტიორის საქართველოში – „ჯეო ნუთრიშენის“ მეშვეობითაა შესაძლებელი. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ფორმულას დეფიციტი არ არის და არც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებობს რაიმე პრობლემა, რადგან Similac ევროპიდან შემოდის.

“ამერიკის ქარხნიდან Similac საქართველოში საერთოდ არ შემოდის, ამ დრომდე ფორმულა ჩვეულებრივ მოგვეწოდება. დეფიციტთან დაკავშირებით ჩვენს მომწოდებელს არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ამიტომ ყველას შეუძლია მშვიდად იყოს. ჩვენ ევროპაში დამზადებულ Similac-ს ვიღებთ“, – განუცხადა BMG-ის „ჯეო ნუთრიშენის“ დირექტორმა თიკა გიორგობიანმა.

ცნობისთვის, კომპანია Abbott-ი საბავშვო ტოპ ბრენდის ფორმულა Similac-ს აწარმოებს და ის ხელოვნური საკვების მთავარი მიმწოდებელი კომპანიაა მრავალი სახელმწიფო პროგრამისთვის, მათ შორის დაბალი შემოსავლის მქონე ქალებისა და ბავშვებისთვის. მას შემდეგ კი, რაც პრობლემა გასაჯაროვდა და მშობლებმა საბავშვო ფორმულას მარაგების დაგროვება დაიწყეს, შტატებში Similac-ის დეფიციტია.

რაც შეეხება თავად Abbott-ს, ქარხნის ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი ხელახლა გახსნისთვის ემზადებიან და პრობლემის მოსაგვარებლად, შტატებში ირლანდიაში არსებული ქარხნიდან საკვების დამატებით მარაგს გზავნიან.

მსგავსი სიახლეები

პროდუქტები, რომლებიც მაისში ყველაზე მეტად გაძვირდა

2023 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5 პროცენტი შეადგინა, მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 10 საკვები პროდუქტი, რომელიც 2023…

ევროკავშირში თურქული თხილის ალტერნატიულ მიმწოდებლად საქართველოს ანიჭებენ უპირატესობას

აგროპორტალ EastFruit-ის შეფასებით, თურქეთს, რომელიც მსოფლიოში თხილის წამყვანი მწარმოებელია, სერიოზული პრობლემები შეექმნა, რადგან ევროკავშირის ბევრი მყიდველი უკვე ალტერნატიულ მიმწოდებლებს, მათ შორის საქართველოს ანიჭებს…

უძრავი ქონების ქირაზე ფასი შემცირდა

უძრავი ქონების ქირაზე ფასის შემცირების ფონზე, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების გაცემისას, რომელიც ქირის შემოსავლის საფუძველზე გაიცემა, ეროვნული ბანკი რისკებს ხედავს. სებ-ი კომერციულ ბანკებს რეკომენდაციას აძლევს…

მაისში ბუნებრივი აირი 42.5%-ით გაიაფდა

2023 წლის მაისში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 42.5%-ით შემცირდა. GALT & TAGGART-ის თანახმად, 2022 წელს ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია რუსეთის მიწოდების შემცირებისა და პანდემიის შემდგომი ეკონომიკის გაჯანსაღების გამო.…

2 ივნისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით დღეისათვის 2,6396 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი 0,0424 ლარით გაუფასურდა. ევრო : 2, 8287 ლარი აშშ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!