წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორები

საბავშვო გამომცემლობა “ჭიამაია”

0
გაზიარება

ჟურნალი ,, ჭიამაია’’ საბავშო გამომცემლობაა,რომელიც 2008 წლიდან ბავშვების განვითარებას უწყობს ხელს. ჟურნალის თემატიკა შერჩეულია ბავშვების ფსიქოლოგიიდან გამომდინარე და თითოეული თემატიკა მათთვის დადებით გავლენას ახდენს.

,,მასალებს ვაწყობთ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგალითად, ჟურნალში მუდმივად არის გამოყოფილი ერთი გვერდი – სახელწოდებით ,,შენ ყველაფერი შეგიძლია, დახატე და გამოგვიგზავნე’’, ბავშვები ამ გვერდზე ხატავენ სხვადასხვა ნახატებს და გვიგზავნიან, რომელსაც ჩვენ შემდეგ ნომერში ვაქვეყნებთ. ამით ხელს ვუწყობთ ბავშვბის თვითშეფასების ამაღლებას, საკუთარ ძალებში დარწმუნებას და გახალისებას. საკუთარი ნამუშევრის ჟურნალში ხილვა ყველა პატარასთვის განსაკუთრებით სასიხარულოა’’. – ამბობს ჟურნალის დამფუძნებელი და რედაქტორი ნინო ვეშაგური Geobusinessnews-თან საუბრის დროს.

 

საბავშვო გამომცემლობა «ჭიამაია» ბავშვებს გასართობ ჟურნალებთან ერთად შემეცნებით წიგნებსაც სთავაზობს. წიგნები შინაარსობრივად ერთმანეთისგან განსხვავებულია. ესენია: ლოგიკა, საბავშვო კროსვორდები, რებუსები და გამოცანები, შეიცანი და გააფერადე მსოფლიო, სახალისო მათემატიკა, ქართული ანბანი და ა.შ

მაგალითად წიგნ ,, ლოგიკაში’’ მოცემულია გონების სავარჯიშოები პატარებისთის. ამ სავარჯიშოების მიზანია: ყურადღების,ლოგიკური აზროვნების და მეტყველების უნარების განვითარება. ფერებისა და გეომეტრიული ფორმების გამოცნობა, ხელის მოძრაობის კოორდინაცია და მოთმინების განვითარება, საგნების გამოცნობის უნარების განვითარება, სიტყვათა მარაგის გაფართოება, ამ სახალისო სავარჯიშოებით და ტესტებით ბავშვი მისთის საჭირო ბევრ უნარს იძენს.

«წიგნები დატვირთულია ლოგიკური სავარჯიშოებით. მაგალითად, ფურცელზე არის დახატული ფოთლის ნახევარი და ბავშვმა უნდა დახატოს ფოთლის მეორე მხარე, ამ დროს ბავშვი აკვირდება ფოთლის ფორმას, უვითარდება ყურადღება და ფანტაზია.

საბავშვო კროსვორდები- მასში შესულია სხვადასხვა სახის ლოგიკური და აზროვნების განმავითარებელი კროსვორდები. მათშორის მათემატიკური და ნახატებიანი კროსვორდები, ვიქტორინები, სხვადასხვა სახის სუდოკუ და ასე შემდეგ. წიგნი განკუთვნილია სკოლამდელი ასაკის და დაწყებითი კლასის მოსაწავლეებისთვის, მაგრამ ჟურნალს უფრო დიდი ასაკის მკითველებიც ჰყავს, რომლებიც აქტიურად აკეთებენ სავარჯიშოებს.»

 

ნინო ვეშაგურის თქმით, კომპანია სამომავლოდ აპირებს გაზარდოს ჟურნალში გვერდებს რაოდენობა და დაამატოს შემეცნებთი და სახალისო აქტივობები. ასევე გეგმავს სამაგიდო შემეცნებით-გასართობი თამაშების გამოშვებას.

ჟურნალის სლოგანია: იკითხე,იხალისე და გაიგე უფრო მეტი.

საბავშვო გამომცემლობა ჟურნალების გარდა ბავშვებს სხვადასხვა ღონისძიებასაც სთავაზობს, სადაც მონაწილეობის მიღება ყველა პატარას შეუძლია. მაგალითად-,,ხატვის საათი’’

აღნიშნული წიგნებისა და ჟურნალების შეძენა სექტემბრიდან შესაძლებელი იქნება ყველა საგაზეთო ჯიხურში, დღეისთვის კი შესაძლებელია მხოლოდ რედაქციაში, დავით ბაქრაძის ქ. #6 ნომერში, Vll სართულზე.

 

 

სტატიის ავტორი : მარიამ სუყაშვილი 

მსგავსი სიახლეები

KONICA MINOLTA

კონიკა მინოლტა: ინოვაცია ბიზნეს გადაწყვეტილებების მომავლისთვის კომპანია Konica Minolta უკვე 150 წლისაა. ტექნოლოგიებისა და ბიზნეს გადაწყვეტილებების მუდმივად განვითარებად ლანდშაფტში, Konica Minolta დამკვიდრდა, როგორც გლობალური…

სკოლა ეისი

კერძო სკოლა „ეისი“ - გვჯეროდეს წარმატების! 2015 წელს ქ. გორში კერძო სკოლა „ეისი“ შეიქმნა, რომელიც თავდაპირველად 28 მოსწავლისა და 36 მასწავლებლისგან შედგებოდა. თითოეული მოსწავლის მიმართ ინდივიდუალური მიდგომით, სწავლების…

ANDRE AUDIT GROUP

,,ანდრე აუდიტი“ 2014 წლიდან საქმიანობს და ის ერთ-ერთი წარმატებული აუდიტორული კომპანიაა საქართველოში. კომპანიის მმართველი პარტნიორია ბატონი ზაზა მჭედლიშვილი, რომელიც ასევე თანამშრომლობს კომპანიასთან როგორც ექსპერტი…

Eriniebi • ერინიები

ციფრული მარკეტინგული სააგენტო, რომელიც სრულად შეისწავლის ბრენდს, ეხმარება მას განვითარებაში, ბაზარზე პოზიციონირებაში და გაყიდვების ზრდაში ერინიების გუნდის წარმატების ფორმულა სიყვარულია, ყველა ბრენდი ვისთანაც ვთანამშრომლობთ,…

Language Centre (LC)

Language Centre (LC) 14 წლის წინ შეიქმნა და თავდაპირველად მხოლოდ უცხო ენები ისწავლებოდა: ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, იტალიური, ესპანური, თურქული და არაბული. ინგლისური ენა იყო და არის მთავარი ღერძი ცენტრისთვის,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!