საინტერესო სიახლეებიRSS კატეგორიადღის სიახლეებიფინანსები

სად ინახება საქართველოს სავალუტო რეზერვები?

0
გაზიარება

სავალუტო რეზერვები ნებისმიერი ქვეყნის ფინანსური სექტორის სტაბილურობის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 2022 წლის აპრილის მდგომარეობით, $4.03 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაგრამ სად ინახება ეს თანხა, ბევრისათვის უცნობია. საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის სავალუტო რეზერვები საერთაშორისო ფასიან ქაღალდებსა და ობლიგაციებში არის განთავსებული და მას შესაბამისი საპროცენტო სარგებელიც ერიცხება. რეზერვების ყველაზე დიდი ნაწილი – ₾4.6 მილიარდი ლარის მოცულობით აშშ-ს სახაზინო ობლიგაციებშია ინვესტირებული. სებ-ის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ რეზერვების პორტფელში 338 მილიონი ლარი კანადის მთავრობის ობლიგაციებშია ინვესტირებული.

საქართველოს სავალუტო რეზერვი შედგება იმ საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებისგანაც, რომელთა მიმართაც თავად საქართველოს სახელმწიფოს აქვს ვალი. ამის მაგალითია, ADB-ის, EIB-ისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ფასიანი ქაღალდები.

სად არის განთავსებული საქართველოს სავალუტო რეზერვები:

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები:

US Department of the Treasury, Washington – 4.6 მილიარდი ლარი;
Governement of Canada, Ottawa – 338 მილიონი ლარი;
Government of Sweden – 43 მილიონი ლარი;
Government of Denmark – 31 მილიონი ლარი;

საერთაშორისო ინსტიტუტების ფასიანი ქაღალდები

Asian Development Bank, Manila – 257 მილიონი ლარი;
European Investment Bank, Luxembourg – 202 მილიონი ლარი;
European Stability Mechanism – 184 მილიონი ლარი;
Nordic Investment Bank – 53 მილიონი ლარი;
African Development Bank, Abidjan – 48 მილიონი ლარი;
International Bank for Reconstruction & Development, Washington – 47 მილიონი ლარი;
Bank for International Settlements, Basle – 46 მილიონი ლარი;
Inter-American Investment Corporation – 34 მილიონი ლარი;
New Development Bank, Shanghai – 9.8 მილიონი ლარი;

სააგენტოს და სხვა ფასიანი ქაღალდები

Kommuninvest I Sverige AB, Orebro – 202 მილიონი ლარი;
CDP Financial In, Montreal – 177 მილიონი ლარი;
Landeskreditbank Baden-Wuerttemberg Foerderbank – 119 მილიონი ლარი;
Kreditanstalt fuer Wiederaufbau, Frankfurt – 117 მილიონი ლარი;
CPPIB Capital Inc, Toronto – 98 მილიონი ლარი;
Province of Ontario Canada, Toronto – 94 მილიონი ლარი;
Bank Nederlandse Gemeenten, Den Haag – 94 მილიონი ლარი;
Province of Quebec Canada, Quebec – 93 მილიონი ლარი;
Erste Abwicklungsanstalt, Dusseldorf – 89 მილიონი ლარი;
Korean Development Bank – 71 მილიონი ლარი;
Province of Alberta Canada – 59 მილიონი ლარი;
SNCF Reseau EPIC – 53 მილიონი ლარი;
Municipality Finance PLC, Helsinki – 51 მილიონი ლარი;
Canada Housing Trust – 49 მილიონი ლარი;
Svensk Exportkredit AB, Stocholm – 48 მილიონი ლარი;
Queensland Treasury Corp – 46 მილიონი ლარი;
Oesterreichische Kontrollbank AG, Vienna – 45 მილიონი ლარი;
OMERS Finance Trust – 41 მილიონი ლარი;
სხვა – 286 მილიონი ლარი;

საპროცენტო განაკვეთები თითოეული საინვესტიციო კატეგორიისთვის ასეთია:

სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდები – 0.125%-2.50%;
საერთაშორისო ორგანიზაციების სავალო ფასიანი ქაღალდები – 0.25%-3%;
სააგენტოს ფასიანი ქაღალდები – 0.25%-5%.

ამ ფასიანი ქაღალდების დაფარვის ვადები 2022-2028 წლებზეა გადანაწილებული.

მსგავსი სიახლეები

მსოფლიოში მილიარდერთა რიცხვი 7%-ით გაიზარდა 2 542-ს მიაღწია

შვეიცარული ბანკის, UBS-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მსოფლიოში მილიარდერთა რიცხვი 7%-ით გაიზარდა 2 542-ს მიაღწია. ფინანსური ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, 2022 წელს მილიარდერების რაოდენობა 2 376 იყო,…

საქართველოში 210 კერძო და 2 086 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით საქართველოში 210 კერძო და 2 086 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 296 ზოგადსაგანმანათლებლო…

სახელმწიფო ძვირად ღირებულ, ინოვაციურ წამლებს პირდაპირ მწარმოებლისგან შეიძენს

სახელმწიფო ძვირად ღირებულ, ინოვაციურ მედიკამენტებს მწარმოებლისგან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით იყიდის. . კანონპროექტი პარლამენტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და…

ნებართვის გარეშე ქიმიური ნივთიერებების იმპორტი და ტრანზიტი აიკრძალება

„ქიმიური ნივთიერებებისა და მინარევების შესახებ“ კანონპროექტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს, რომლის მიღებაც ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის ნაწილია. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს,…

1 დეკემბრის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7086 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0043 ლარით გამყარდა. ევრო - 2.9583 ლარი აშშ დოლარი -…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!