დღის სიახლეებისიახლეები

სადაზღვევო კომპანია ალდაგი საერთაშორისო გადაზღვევის მიმართულებას აფუძნებს

0
გაზიარება

ეს არის პირველი შემთხვევა ინდუსტრიაში, როდესაც სადაზღვევო კომპანია მიჯნავს დაზღვევისა და გადაზღვევის მიმართულებებს და ორივე სეგმენტში იქნება წარმოდგენილი. ალდაგის მენეჯმენტის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზანია, ალდაგი ჩამოყალიბდეს, როგორც რეგიონული აქტორი, რომელიც თავისი ფინანსური სტაბილურობით, დაეხმარება ადგილობრივ და რეგიონულ მზღვეველ კომპანიებს რისკების გადაზღვევაში. ალდაგის ორი მიმართულება, დაზღვევისა და გადაზღვევის ბიზნესი, იფუნქციონირებს დამოუკიდებლად.

ალდაგის გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის განცხადებით: „ვინაიდან დღეს საერთაშორისო გადაზღვევის ბაზარი მკვეთრად შეიზღუდა და მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები გადაზღვევაზე, კომპანიებს ჩვენს რეგიონში, უჭირთ სტაბილური პარნიტორების მოძიება და რისკების გადაზღვევა. ფინანსური სტაბილურობისა და მდგრადობის გათვალისწინებით, ალდაგს აქვს რესურსი და ამბიცია, რომ მყარად იყოს წარმოდგენილი გადაზღევის ბიზნესში და გახდეს საიმედო პარტნიორი როგორც საქართველოს, ისე რეგიონული მოთამაშეებისთვის.“

კომპანიამ ბოლო ორი კვარტლის განმავლობაში აქტიური სამუშაო გასწია გადაზღვევის გუნდის ჩამოყალიბებისა და ბაზრის კვლევის კუთხით და დღეს უკვე ჰყავს პირველი მზღვეველი კლიენტები რეგიონიდან. ალდაგი დაინტერესებულია არასიცოცხლის დაზღვევის ყველა პროდუქტით და აპირებს მაქსიმალურად გამოიყენოს როგორც საქართველოში, ისე რეგიონში არსებული პოტენციალი.

ალდაგი პირველი და ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სადაზღვეევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 1990 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ სტაბილურად ვითარდება. არასიცოცხლის დაზღვევის ბიზნესში მას ჰყავს ანდერაიტერების ყველაზე გამოცდილი გუნდი, რომელთა კომპეტენცია რისკების შეფასების მიმართულებით არასიცოცხლის დაზღევევის (P&C) ყველა სეგმენტში გამორჩეულია. დღეისათვის ალდაგი წარმოადგენს ფინანსურად მდგრად, სტაბილურ კომპანიას, რომელიც ფლობს სადაზღვევო ბაზრის მნიშვნელოვან წილს. ალდაგს აქვს კომპლექსურ სადაზღვევო პროდუქტებსა და გადაწყვეტებზე მუშაობის 32 წლის გამოცდილება და განსაკუთრებული მიღწევები როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებაში.

მსგავსი სიახლეები

ბიტკოინის ფასი თითქმის 2%-ით დაეცა და ამჟამად 27,600 დოლარს შეადგენს

ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 2.2%-ით შემცირდა, თუმცა ის მაინც აჭარბებს $1.16-ტრილიონიან მაჩვენებელს.მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 534 მილიარდი დოლარის ფარგლებშია. დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება რიგით მეორე უმსხვილეს…

საქართველოში მოქმედი ხუთი ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგის ტოპ 20-ულში მოხვდა

Forbes-მა ხუთი ქართული ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგში შეიყვანა, სიაში მოხვდნენ ProCredit Bank, Halyk Bank Georgia, TBC Bank, Bank of Georgia („საქართველოს ბანკი“) და Liberty Bank. ბანკების რანჟირება საერთაშორისო სარეიტინგო…

23 მარტის ვალუტის კურსი

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.5750 ლარად ივაჭრება. ეროვნული ბანკის მიერ 22 მარტის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.5754 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი…

საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტის დაზიანება-განადგურება 300 ლარით დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს

მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის…

ჰაკერებმა Ferrari-ს მომხმარებლების პერსონალური მონაცემების ბაზა გატეხეს

ჰაკერებმა Ferrari-ს მონაცემთა ბაზა გატეხეს და გამოსასყიდი მოითხოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილი გახდა ოფიციალური წერილიდან, რომელიც კომპანიამ მომხმარებლებს გაუგზავნა.კომპანიამ განაცხადა, რომ ჰაკერებმა არა მხოლოდ გატეხეს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!