ეკონომიკა

საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასები მკვეთრად ეცემა

0
გაზიარება

საერთაშორისო ბირჟაზე  ნავთობის ფასების დაღმასვლის ძლიერი ტენდენცია ფიქსირდება – გასულ 48 საათში ბარელი ნავთობის ღირებულება 7.5%-ით შემცირდა.
ამჟამად ბარელი Brent-ის ღირებულება 103 დოლარს შეადგენს,  ჯერ კიდევ 4 ივლისს მისი ფასი 113.5 დოლარს შეადგენდა; WTI Crude-ის სავაჭრო ფასი კი ამჟამად 99-დოლარიან ნიშნულამდეა შემცირებული, ამ შემთხვევაში, შემცირების მაჩვენებელი 9 დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება ფიუჩერსულ კონტრაქტებს, ბირჟაზე ნავთობის სამომავლო ფასებთან მიმართებით დაღმასვლის გაცილებით მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება.

ნავთობის ფიუჩერსული კონტრაქტების ფასები თვეების მიხედვით:

2022 წლის აგვისტო – $99.5
2022 წლის სექტემბერი – $96.5
2022 წლის ოქტომბერი – $93.4
2022 წლის ნოემბერი – $90.6
2022 წლის დეკემბერი – $88.3
2023 წლის იანვარი – $87.3
2023 წლის თებერვალი – $85.1
2023 წლის მარტი – $84.4
2023 წლის აპრილი – $82.7

ნავთობის ფასების ასეთი  შემცირება, ძირითადად, გლობალური ეკონომიკური ფაქტორების გაუარესებითაა განპირობებული. სავარაუდოდ, 2022 წლის მეოთხე კვარტლიდან დასავლური ეკონომიკების დიდი ნაწილი რეცესიაში გადაეშვება, რაც, თავის მხრივ, ნავთობსა და საწვავზე მოთხოვნის მკვეთრ შემცირებას გამოიწვევს.

მსგავსი სიახლეები

გორში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Gori Inn იხსნება

21 იანვარს, 17:00 საათზე, „ინნ ჯგუფის“ რიგით  მეექვსე და  გორში პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო იხსნება. საღამოს, როგორც ტურიზმის სექტორის და მთავრობის, ასევე, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები დაესწრებიან. სასტუმრო …

ბრიტანეთში ინფლაციის დონე 10.5%-მდე შემცირდა

გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა - დეკემბერში წლიურმა ინფლაციის დონემ 10.5% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზს. ცნობისთვის, წინა თვეს ინფლაცია 10.7%-იან…

ლიბერთისა და ლაბორატორია „მეგალაბის“ ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ერთობლივი პროგრამა დაიწყო

ლიბერთი ბანკსა და მულტიპროფილურ ლაბორატორია 'მეგალაბს' შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმად, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ლაბორატორიულ კვლევებზე 25%-იანი ფასდაკლება…

SAMSUNG-ის მოგება 70%-ით შემცირდა

გასული წლის III კვარტალში სამხრეთკორეული ტექნოლოგიური გიგანტის, Samsung-ის მოგება რეკორდული 70%-ით შემცირდა და 3.37 მილიარდი დოლარი შეადგინა, კომპანიის საერთო შემოსავლები კი 9%-ითაა შემცირებული. აღნიშნული მაჩვენებელი 2014…

საქართველოში პირველი ეკონომიკის ოლიმპიადა გაიმართება

საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს განათლების ხელშეწყობისათვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას და ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამიტომ, მოსწავლეებში ეკონომიკისადმი ინტერესის გაღრმავების,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!