ეკონომიკა

საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა

0
გაზიარება

მიმდინარე კვირას საერთაშორისო  ბირჟებზე ნავთობის ფასების   დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება: ბარელი Brent-ის ღირებულება თითქმის 3%-ით, 110-დოლარიან ნიშნულამდე შემცირდა, ხოლო WTI Crude-ის სავაჭრო ფასი ამჟამად 104 დოლარს აღწევს.

ენერგორესურსების ფასების შემცირება, მათ შორის ნავთობის   ფასებისაც, გლობალური ეკონომიკური პროგნოზების გაუარესებასთანაა დაკავშირებული. ინვესტორებსა და ტრეიდერებს აქვთ მოლოდინი, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მნიშვნელოვნად შეამცირებს ეკონომიკურ აქტივობასა და მობილობას, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება საწვავის მოთხოვნაზე.
FED-ის ხელმძღვანელმა  ჯერომ პაუელმა  კონგრესში გაკეთებულ განცხადებაში   ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფლაციის შესაკავებლად ფედერალური რეზერვი უკან არაფერზე დაიხევს და ყველა საჭირო ზომას მიიღებს, მიუხედავად იმისა, გამოიწვევს თუ არა ეს ეკონომიკის შენელებას.
ასევე შემცირებულია ფიუჩერსული ანუ სამომავლო კონტრაქტების ღირებულება- ოქტომბრისა და ნოემბრის ფიუჩერსები 97-99 დოლარად ივაჭრება. დეკემბერ-იანვრის ფიუჩერსების ღირებულება 94-96 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო  2023 წლის აპრილის ფიუჩერსების შეძენა ამჟამად 91 დოლარადაა შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები

საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება

საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება,მატულობს როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტიც. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში 2 ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 85,430 მლნ დოლარი შეადგინა, წინა…

თბილისში წელს სასტუმროების დატვირთულობა ნაკლებია

ქვეყანაში გაზრდილი ვიზიტორთა ნაკადების მიუხედავად, მიმდინარე თვეში, სხვა წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით სასტუმრო სექტორის დატვირთულობა ნაკლებია და შემოსულების დიდი ნაწილი ტრანზიტული მიზნით არიან,  1-2 დღეში გადიან -…

ბაზისბანკი პირველ ადგილზეა ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით

ბაზისბანკის ბიზნეს პორტფელი 2022 წლის 8 თვის შედეგებით 1.17 მილიარდ ლარს აჭარბებს. ზრდამ 284 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 32%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ბაზისბანკი ქართულ ბანკებს შორის პირველ ადგილს იკავებს იურიდიული…

ეროვნული ბანკი 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს აქვეყნებს

უწების ცნობით, დოკუმენტი აანალიზებს ფინანსურ სისტემაში არსებულ მოწყვლადობას და რისკებს და ძირითად აქცენტს საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე, ფინანსური სექტორის სტრუქტურულ მახასიათებლებსა და საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტებზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!