ფინანსებიRSS კატეგორიადღის სიახლეები

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2021-2027 წლების წინასწარი შეფასება და პროგნოზები გამოაქვეყნა

0
გაზიარება

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2021-2027 წლების წინასწარი შეფასება და პროგნოზები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2021-2027 წლებში 193 სახელმწიფოს შორის საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე აშშ დოლარში ($GDP per capita) ზრდის ტემპის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ევრაზიის კონტინენტზე კი პირველ ადგილზე. საქართველოს $GDP per capita 2021- 2027 წლებში ორმაგდება, 2020 წელთან შედარებით იზრდება 115%-ით და 2027 წელს მიაღწევს $9 194 -ს.

შვიდი წლის განმავლობაში (2021-2027წწ) საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე აშშ დოლარში წლიურად საშუალოდ ორნიშნა მაჩვენებლით – 11.6%-ით იზრდება.

2022 წელს საქართველოს მშპ ერთ სულზე ხდება 5 617 აშშ დოლარი, უკვე 2025 წლიდან კი გადააჭარბებს 7 621 დოლარს და კავკასიის რეგიონში გადის პირველ ადგილზე.

მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე (GDP per capita PPP) ეკონომიკის ზრდის ტემპის მიხედვით 2021-2027 წლებში მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს შორის საქართველო მეშვიდე ადგილზეა. 2022 წელს GDP per capita (PPP) ხდება 18 593 დოლარზე მეტი, 2027 წლისთვის კი აჭარბებს 27 459 დოლარს.
2021 წლიდან საქართველოს მშპ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის (GDP PPP) მიხედვით ერთ სულზე აჭარბებს 16 906 დოლარს და კავკასიაში გასულია პირველ ადგილზე.

2025 წლიდან საქართველოს GDP PPP ერთ სულზე აჭარბებს 25 497 დოლარს და უკვე უსწრებს ნატოს წევრ ჩრდილოეთ მაკედონიასაც.

საქართველოს მსყიდველუნარიანი მშპ (GDP PPP) ერთ სულზე 2021-2027 წლებში იზრდება საშუალოდ წლიურად 9.28%-ით და 2027 წელს აჭარბებს 27 459 დოლარს.

რეალური მშპ-ს ზრდის ტემპის მიხედვით, საქართველო 2021-2027 წლებში ევროპაში პირველ ადგილზეა. პირველ ადგილზეა აგრეთვე კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონშიც.

მსგავსი სიახლეები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

31 მარტის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.41 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5563 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული…

საქართველოში ზეთისხილის პირველი სანერგე იხსნება

„საქართველოში გაიხსნება პირველი სანერგე, რომელსაც ზეთისხილი გამოჰყავს კალმით და დამყნობით. მე უკვე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ წელს ვაწარმოებთ, ნახევარ მილიონ ნერგს, მომავალი 2 წლის განმავლობაში - 1 მილიონს“,- ამის…

ილონ მასკმა Twitter-ზე 133 მილიონზე მეტი გამომწერი დააგროვა და ბარაკ ობამას გადაუსწრო

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა Twitter-ზე 133 მილიონზე მეტი გამომწერი დააგროვა და ამ პარამეტრით აშშ-ის 44-ე პრეზიდენტს, ბარაკ ობამას გადაუსწრო, - ამის შესახებ ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა, The Verge-ი…

მსოფლიო ბრინჯის კრიზისის წინაშეა

The Economist-ის ინფორმაციით მსოფლიო ბრინჯის კრიზისში შედის,რადგან გლობალური მოთხოვნა მკვეთრად იზრდება, მოსავლიანობა სტაგნაციაშია, წარმოებისთვის საჭირო მიწა, წყალი და მუშახელი სულ უფრო მწირი ხდება, კლიმატის ცვლილება და…

„ჩიკატაის“ სათამაშოები ავსტრალიაში ექსპორტზე გავიდა

ხელნაკეთი სათამაშოების მწარმოებელმა ადგილობრივმა კომპანია „ჩიკატაიმ“ გასულ კვირას საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე ავსტრალიაში გააგზავნა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა თამარ ბუიღლიშვილმა განაცხადა. ბუიღლიშვილის თქმით…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!