დღის სიახლეებისიახლეები

საფრანგეთის მთავრობა მოქალაქეებს ტექნიკის შეკეთებას აუნაზღაურებს

0
გაზიარება

„ევროპულსის“ ინფორმაციით საფრანგეთის მთავრობა მოქალაქეებს ძველი გაჯეტების გარემონტებას ნაწილობრივ აუნაზღაურებს, თუკი ახალი ტექნიკის ყიდვის ნაცვლად, მის შეკეთებას გადაწყვეტენ.სუბსიდია რემონტის ღირებულების 1/4-ს დაფარავს და სამომხმარებლო ელექტრონიკის 30 კატეგორიას შეეხება, რომელზეც მწარმოებლის საგარანტიო ვადა გასულია. ამ პროგრამით ხელისუფლება იმედოვნებს, რომ 2027 წლისთვის სარემონტო ტექნიკის რაოდენობა 20%-ით გაიზრდება, შესაბამისად, ელექტრონული ნარჩენები შემცირდება.მოხმარების შემდეგ მოქალაქეების დიდი ნაწილი ძველ მოწყობილობას აგდებს, რითიც ელექტრონულ ნარჩენებს ქმნის. სპეციალისტების ცნობით, ეს ნარჩენები, პრაქტიკულად, არარეციკლირებადია, ხოლო მათი უტილიზაციის დროს დიდი რაოდენობით სითბური აირი გამოიყოფა.

2020 წლის ნოემბერში „ევროპულსი“ წერდა, რომ მსგავსი პროგრამის დახმარებით ავსტრიაში ორ თვეში საყოფაცხოვრებო ტექნიკის 4 000 ნივთის „დაზოგვა“ შეძლეს. პლატფორმა, „სარემონტო ვაუჩერი“ სხვადასხვა მოწყობილობის გამყიდველებს, მყიდველებსა და სარემონტო მაღაზიებს აერთიანებდა. ეს ვაუჩერი მფლობელისთვის გაფუჭებული ტექნიკის შეკეთების საფასურს ანაზღაურებდა: 45 ევროზე ნაკლები ღირებულების ტექნიკის შემთხვევაში, ვაუჩერი შეკეთების მთლიან ფასს ფარავდა, ხოლო შედარებით ძვირ ნივთებზე ხარჯს 100 ევრომდე ანაზღაურებდა.

ელექტრონივთების შეკეთება ევროკავშირის ე.წ. ციკლური ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომლის ამოცანაც ბუნებრივი რესურსების გამოყენების შემცირებაა. „ევროპის მწვანე შეთანხმების“ (European Green Deal) ფარგლებში, ევროკავშირმა ციკლური ეკონომიკის შექმნა 2020 წელს დაისახა მიზნად, რომლის დროსაც ყველა სახის რესურსი მეორადად და რაც შეიძლება, დიდხანს უნდა იქნეს გამოყენებული. სარემონტო მომსახურების გარდა, ამ მიზნით ევროპაში ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოები ვითარდება და ერთჯერადი პლასტმასის არაერთი ნაწარმის გაყიდვა იკრძალება.

ახლახან ევროკავშირში აკუმულატორული ბატარეების მწარმოებლები დაავალდებულეს, ბატარეები ისე დაამზადონ, რომ მოგვიანებით მათი შეკეთება იყოს შესაძლებელი. სმარტფონების, მათ შორის iPhone-ების, სკუტერების, ელექტროველოსიპედების ბატარეები ისე უნდა დაპროექტდეს, რომ მათი გამოცვლა თავად მომხმარებლებმა ან სარემონტო სერვისებმა ადვილად შეძლონ. ამასთან, აკუმულატორები QR კოდებს უნდა შეიცავდეს, რომლის მეშვეობითაც მოწყობილობის მფლობელებს საშუალება ექნებათ, პროდუქტის სიმძლავრის, მუშაობის, გამძლეობისა და ქიმიური შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია მიიღონ. თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროდუქცია ევროკავშირში გასაყიდად არ დაიშვება.

ბრიუსელმა კანონმდებლობით უკვე დაავალდებულა ტექნოლოგიების მწარმოებლები, მათ შორის Apple, რომ 2024 წლის შემოდგომისთვის ტელეფონები, პლანშეტები და ყურსასმენები საერთო USB-C დამუხტვის კონექტორით დაამზადონ.

შეკეთება შესაძლოა, ახალი პროდუქტის მთლიანი ფასის 40%-მდე დაჯდეს ან შესაკეთებელი მოწყობილობის ღირებულებას გადააჭარბოს. ეს მომხმარებლებს აიძულებს, ახალი ტექნიკა შეიძინონ, ნახმარი კი გადაყარონ, რითიც უფრო მეტი ელექტრონარჩენი გროვდება.

ევროპელმა მეცნიერებმა, ასევე, მარტივი შეკეთების შეფასების სისტემა შეიმუშავეს, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ტექნიკურ ცნობარს ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებლებისთვის, რათა მათ ახალი პროდუქტები განავითარონ.

მსგავსი სიახლეები

2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა 65%-ით გაიზარდა

2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შეტანილი თანხა 65%-ით გაიზარდა და ჯამში 739 მლნ. ლარი შეადგინა - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის შესახებ საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით,…

ბიტკოინის ფასი თითქმის 2%-ით დაეცა და ამჟამად 27,600 დოლარს შეადგენს

ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 2.2%-ით შემცირდა, თუმცა ის მაინც აჭარბებს $1.16-ტრილიონიან მაჩვენებელს.მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 534 მილიარდი დოლარის ფარგლებშია. დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება რიგით მეორე უმსხვილეს…

საქართველოში მოქმედი ხუთი ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგის ტოპ 20-ულში მოხვდა

Forbes-მა ხუთი ქართული ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგში შეიყვანა, სიაში მოხვდნენ ProCredit Bank, Halyk Bank Georgia, TBC Bank, Bank of Georgia („საქართველოს ბანკი“) და Liberty Bank. ბანკების რანჟირება საერთაშორისო სარეიტინგო…

23 მარტის ვალუტის კურსი

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.5750 ლარად ივაჭრება. ეროვნული ბანკის მიერ 22 მარტის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.5754 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი…

საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტის დაზიანება-განადგურება 300 ლარით დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს

მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!