წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორები

საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა პროფესიული ფედერაცია

0
გაზიარება

ა(ა)იპ საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა პროფესიული ფედერაცია (საბფმფ), ს/კ 404921670,  შეიქმნა 2011 წლის დეკემბერში.

საბფმფ-ის მეცადინეობით, სპეციალისტების, პრაქტიკოსების და სახელისუფლებო სტრუქტურების ყურადღება მიექცა „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ კანონის შეცვლის აუცილებლობას.

საბფმფ-ის აქტიური, პრინციპული, შეურიგებელი პოზიციის შედეგად, დაიწყო, დაჩქარდა და შესაძლებელი შეიქმნა მიგვეღო არსებულზე ბევრად უკეთესი ახალი რეგულაცია, რომელიც პროფესიის განვითარებაზეა ოროენტირებული.

საბფმფ მოწოდებულია გააერთიანოს ბუღალტრების, აუდიტორების, ფინანსური მენეჯერების, საგადასახადო კონსულტანტების – ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ამ უმთავრესი მიმართულებების პრესტიჟის,  კვალიფიკაციის, პროფესიული ინტერესების დაცვისთვის საერთო ძალისხმევა.

საბფმფ წარმოადგენს ანგარიშგასაწევ ძალას. 2014 – 2016 წლებში იყო

– ევროპის ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (EFAA) სრულუფლებიანი წევრი (იხ. www.efaa.com/);

– CIMA-ს პარტნიორი საქართველოში;

– საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) წევრი.

მიღებული ჰქონდა CIMA-ს და ICFA-ს საერთაშორისო სასწავლო პროგრამებით სწავლების უფლება;

გაფორმებული აქვს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმები აღმოსავლეთ ევროპის და პოსტსაბჭოთა ქვეყნების IFAC-ის წევრ პროფესიულ და მარეგულირებელ ორგანიზაციებთან.

საბფმფ ცნო და თანამშრომლობის სურვილი გამოხატა მსოფლიოში წამყვანმა მეცნიერებმა და პრაქტიკოსებმა. ისინი წარმოდგენილნი არიან ფედერაციის ბეჭდური ელექრტონული სამეცნიერო, ანალიტიკურ-პრაქტიკული ჟურნალის „ბიზნესი და კანონმდებლობის“ სარედაქციო კოლეგიაში და სისტემატიურად აქვეყნებენ სტატიებს (იხ. b-k.ge.).

საბფმფ ღიაა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაერთიანდნენ ფინანსურ–მმართველობითი, აუდიტორული, ბუღალტრული, ბიზნეს საკონსულტაციო საქმიანობის გარემოს შემდგომ გაუმჯობესებაში თანმხვედრი საერთო ინტერესებისა და მიზნების უზრუნველსაყოფად, ფედერაციის წევრის, ასოცირებული წევრის ან სტუდენტი წევრის სტატუსით.

საერთო ინტერესების უზრუნველყოფისთვის ძალისხმევის ორგანიზების გარდა (რაც თავისთავად მნიშვნელოვანია), ფედერაციის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ:

1. კონსულტაციები:

  • „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ ახალი კანონის შესაბამისად, აუდიტორთა/აუდიტორული კომპანიების რეგისტრაციის, აუდიტორთა სერტიფიცირების, ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის და კანონის რეგულაციით მოცულ სხვა ნებისმიერ საკითხზე;
  • საბუღალტრო, ფინანსური და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების გამოყენების სფეროში;
  • სამეწარმეო სუბიექტების ზომითი კატეგორიების მიხედვით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზების, ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგების შედგენის და სამართლიანი წარდგების საკითხებში;
  • სამეწარმეო, საგადასახადო და ეკონომიკის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების ნორმების შესახებ;
  • ბიზნესის, კადრების, სამეურნეო პროცესების ოპტიმიზაციის შესახებ;

მსგავსი სიახლეები

TWINS Fitness CLUB

თუ ჯერ კიდევ არ იცი სად ივარჯიშო TWINS Fitness CLUB ზუსტად ის ადგილია, რომელსაც ეძებ. ადგილი პროფესიონალი გუნდითა და შესაბამისი ინტერიერით. ნომერი : 574 11 67 67 მისამართი : რუსთავი, შარტავას 12ა

კარაოკე კლუბი D1/ დივან

გაატარე დაუვიწყარი ღამე D1-ში! შესვლა უფასოა  ბარი მუშაობს: 21:00 - 05:00  დაჯავშნეთ მაგიდა: +995 558 20 32 00 | +995 551 11 69 16 მდებარეობა - შარდენი, რკინის რიგი №11

რესტორანი ტერასა

რესტორანი "ტერასა" გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს, განსხვავებულ მუსიკალურ პროგრამას და უგემრიელეს კერძებს. დაგეგმე შენთვის მნიშვნელოვანი დღეს რესტორან "ტერასაში" და გახადე კიდევ უფრო დაუვიწყარი. ნომერი : 574…

რესტორანი კრომბახერი

გაატარე სასიამოვნო საღამო რესტორან "კრომბახერში". დააგემოვნეთ უგემრიელესი კერძები და მიირთვით გამორჩეული გერმანული ლუდი - PAULANER და KROMBACHER ან ჩეხური BUDWEISER. "კრომბახერი" იდეალური ადგილია სპორტის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!