ბანკებიდღის სიახლეებიეკონომიკა

საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკს ახალი ფუნქციონალი – თანხის მოთხოვნა დაემატა

0
გაზიარება

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის საჭიროებებზე ორიენტირებული ბანკი, მუდმივად ცდილობს მათ ინოვაციური სერვისები და პროდუქტები შესთავაზოს. ამჯერად ბანკმა ინტერნეტბანკში ახალი ფუნქციონალი- თანხის მოთხოვნა დაამატა, რომელიც ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, მაქსიმალურად გაიმარტივოს გადახდასთან დაკავშირებული პროცედურები. კონკრეტულად, აკონტროლოს თანხა და გადაამოწმოს ნამდვილად ჩარიცხულია თუ არა გაწეული მომსახურების საფასური, ნახოს თანხის რა ნაწილია ჩარიცხული, ან ჩასარიცხი.

პროდუქტის უპირატესობას ასევე წარმოადგენს ის რომ, აღარ არის საჭირო ინვოისის მეილზე გაგზავნა. კიდევ უფრო გამარტივებულია მიმღების ანგარიშის ნომერთან დაკავშირებული პროცედურა, რადგან მიმღები მოთხოვნისას თავად უთითებს, რომელ ანგარიშზე სურს განხორციელდეს ჩარიცხვა და გადარიცხვის დავალების ცალკე აკრეფაც აღარ არის საჭირო.

„ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვცდილობთ, ბიზნესს კიდევ უფრო გავუმარტივოთ ყოველდღიური ბიზნეს პროცესები. ამ მიზნით კი ვქმნით ახალ, მათ საჭიროებებზე კიდევ უფრო მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს. თანხის მოთხოვნა სწორედ ის ფუნქციონალია, რომელიც ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, მარტივად მოითხოვოს თანხა და აკონტროლოს გადარიცხვების პროგრესი. თუკი რაიმე მიზეზით ბიზნესს შეექმნება მოთხოვნილი თანხის გაუქმების საჭიროება, მას აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს უარყოფის ფუნქციით და დატოვოს კომენტარი მოთხოვნის გაუქმების მიზეზის შესახებ. ეს ბიზნესს უზოგავს დროსა და ენერგიას“, – განაცხადა ლიკა თავართქილაძემ, საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების მენეჯერმა.

მეტი ინფორმაცია ახალი ფუნქციონალის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3QvCoRf

მსგავსი სიახლეები

TasteAtlas-მა მსოფლიოში შოკოლადის 11 საუკეთესო საკონდიტრო ნაწარმი გამოავლინა- რეიტინგში ბელგიური შოკოლადი ლიდერობს

TasteAtlas წერს, რომ მრავალი სახეობის ბელგიური შოკოლადი განსაკუთრებით პოპულარულია სადღესასწაულო სეზონზე. ისტორიულად მისი წარმოება შვეიცარული შოკოლადების ზოგიერთი ტექნოლოგიის სესხებით დაიწყო, რომ მაღალი ხარისხის შოკოლადისა და…

ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები შემცირდა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა- ერთ დღეში საქონლის ღირებულება 1%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 89 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 85 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთკვირიან პერიოდში…

მარტში საქართველოში 278.5 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა

2024 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი (746.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 36.5%-ით (160.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას…

სახელმწიფო საგარეო ვალი 8.722 მილიარდ დოლარს შეადგენს

2024 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.722 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 23.510 მლრდ ლარს გადააჭარბა- 249.843 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს ფინანსთა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!