ბიზნესიდღის სიახლეები

“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით „ჯაოკენმა“ კიდევ ერთი ფილიალი ბათუმში გახსნა

0
გაზიარება

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდამჭერას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „ჯაოკენის“ კიდევ ერთი წარმატებული პარტნიორობის შეგედაგ მორიგი ფილიალი ბათუმში, შავშეთის 60 ნომერში გაიხსნა. ახალ ლოკაციაზე მომხმარებელს 35 სხვადასხვა დასახელების ბრენდის კერამიკული და კერამოგრანიტის ფილების, ლამინირებული იატაკის, პარკეტის, შპალერის, ლაქ-საღებავების, სანტექნიკის, სააბაზანო ოთახის ავეჯისა და აქსესუარების შეძენა შეუძლია.

პროექტის საერთო საინვესტიციო მოცულობა 3.2 მლ ევროს აღწევს. ბანკის მხრიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსი კი 1.3 მლნ ევროს შეადგენს.

„ჯაოკენის ახალი შოურუმი, არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ რემონტის კეთების ის პროცესი გაიმარტივოთ, რომელიც პროდუქციის შერჩევასთან არის დაკავშირებული. ჩვენ კარგად გვესმის რომ რემონტისას ყველა ადამიანს სურს საკუთარი ინდივიდუალიზმის გამოხატვა. სწორედ ამიტომ, ბათუმის შოურუმში დაგხვდებათ უდიდესი არჩევანი, დატვირთული თანამედროვე ტენდენციებისა და სტილის მატარებელი ასორტიმენტით, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებელზე. აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ჩვენთან წარმოდგენილი ყველა პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა“, – განაცხადა ჯემალ ჯაოშვილმა, ჯაოკენის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა.

ინფორმაციისთვის, კომპანია ჯაოკენი 1997 წელს დაარსდა. კომპანია უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით არის წარმოდგენილი ჯაოკენის შოურუმებით, ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, სენაკი და თელავი. კომპანია უზრუნველყოფს მსოფლიო დონის ბრენდებისა და ინოვაციური პროდუქტების იმპორტს ძირითადად ესპანეთიდან და იტალიიდან. ჯაოკენის გუნდი მუდმივ რეჟიმში მუშაობს, იმისათვის რომ მომხმარებელმა მიიღოს საუკეთესო მომსახურება.

მსგავსი სიახლეები

SGBA ბიზნეს სამიტის სპონსორია – არენა ჯგუფი

ბიზნეს სამიტი, რომელიც 15 ოქტომბერს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გაიმართება, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. 400 დელეგატისგან შემდგარი სამიტი მთელი დღის…

საქართველოში დასაქმებულთა 2.1% აქვს 9 600 ლარი ან მეტი თვიური ხელფასი

2023 წლის აგვისტოში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 19.1%-ს შეადგენდა, - ინფორმაცია ამის შესახებ PMC Research-ის მიერ მომზადებულ „დასაქმების თრექერშია“ აღნიშნული. ეს მაჩვენებლები…

თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 4-ჯერ გაიზარდა და 11,288 მლნ ლარი შეადგინა

2023 წელს 8 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 4-ჯერ, თითქმის, 335%-ით გაიზარდა. საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე),…

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გამართული ბიზნეს სამიტი Awork უმასპინძლებს

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 400 დელეგატისგან შემდგარი ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც წარმატებული ქართული ბიზნეს კომპანიების მიერ, წლის განმავლობაში განხორციელებული წარმატებული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!