ბანკებიბიზნესიდღის სიახლეები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კასპში სანერგე მეურნეობა გაშენდა

0
გაზიარება

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, რეგიონებში პროექტის განხორციელების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით საქართველოს ბანკისა და მცირე მეწარმის პარტნიორობის შედეგად კასპში სანერგე მეურნეობა გაშენდა. პროექტის ჯამური ღირებულება 100 000 ლარს შეადგენს. ბანკის მიერ გაცემული ფინანსური რესურსი კი 60 000 ლარს აღწევს.

„ჩვენი მეურნეობა 0,18 ჰა მიწის ფართობზეა გაშენებული, რომელზეც განთავსებულია სათბური, სადაც ხდება ფისტას თესვა-მოყვანა. მოყვანილი ნერგის გადარგვა კი ხდება 1,25 ჰა მიწის ფართზე. ამ ეტაპზე გამოგვყავს 20 000-დან 25 000 ერთეულამდე ნერგი. ვგეგმავთ გამოყვანილი ნერგების რაოდენობა 3-ჯერ გავზარდოთ. პროდუქციის რეალიზაციას საქართველოს ბაზარზე ვახდენთ. ბანკის მხარდაჭერით შევძელით 6 ჰა მიწის ფართის შეძენა, სადაც 3 ჰა მიწის ფართზე დამატებით ფისტას ახალაღმოცენებულ ნერგებს გადავიტანთ, ხოლო დანარჩენ ფართზე ვგეგმავთ ისევ ფისტა გავაშენოთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თავდაპირველად ნერგების მოთხოვნა 10 000 ერთეულამდე იყო, ამ ეტაპზე კი მოთხოვნა დაახლოებით 3 ჯერ არის გაზრდილი და ყოველწლიურად კიდევ უფრო იზრდება. ვფიქრობ ბიზნესის გაფართოებით შევძლებთ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას“, – ამბობს მცირე მეწარმე, ივანე ლელაშვილი.

„რეგიონებში მცირე მეწარმეების მხარდაჭერა ბანკის პრიორიტეტად რჩება. მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, კიდევ ერთი მეწარმისთვის შეგვეწყო ხელი, გაეზარდა მეურნეობა და გაეძლიერებინა ბიზნესი. ფინანსური რესურსი გაცემული იყო სასათბურე ფართის მოსაწყობად და მიწის ნაკვეთის შესაძენად, სადაც დაგეგმილია ნერგების კიდევ უფრო მეტი რაოდენობით წარმოება, მისი გამოყვანა და რეალიზაცია. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ გაზრდილი ფისტას ნერგებზე მოთხოვნილება, რაც გვაფიქრებინებს, რომ პროექტი იქნება ეკონომიკურად გამართლებული. ეს კი მეწარმეს მისცემს სამომავლო განვითaრების შესაძლებლობას. უკვე არის კიდეც ეს გეგმაც, რაც მოიცავს სპეციალური დანადგარის შეძენას, რომელიც უკვე მიღებული ნაყოფის მოხალვისა და ამ ფორმით რეალიზაციის შესაძლებლობას მისცემს“, – განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი მაქსიმუმზეა

2024 წელს, 3 თვეში საქართველოში ჯამში, 32,204 ერთეული 486,575 მლნ აშშ დოლარის ავტომობილი შემოვიდა, საიდანაც ჩინეთზე 1,7% მოდის. საქსტატის მონაცემებით,აღნიშნულ პერიოდში 547 ერთეული (7,824 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი…

აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობა 24.8%-ით შემცირდა და $278 მლნ დოლარი შეადგინა

2024 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე 24.8%-ით (91.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია. ეროვნული ბანკის მიერ…

5 ივლისს წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა – Business Summit 2024 გაიმართება

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, 24 მაისს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის მიერ დაგეგმილი წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა, Business Summit 2024 გაიმართება 5 ივლისს -  ინფორმაცია ამის შესახებ SGBA-ს ფეისბუქ გვერდზე…

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა, - ინფორმაციას ამის შესახებ  4GB Festival-ი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფესტივალი ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაუქმდა. „გაცნობებთ, რომ 4GB…

სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილების მიღების შედეგად, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა 10 კლასის ჩათვლით მოხდება.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!