ბანკებიდღის სიახლეებიეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკა 8%-ით გაიზრდება

0
გაზიარება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 2022 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. ორგანიზაციის შეფასებით, წელს ეკონომიკური ზრდა 8%-ს მიაღწევს, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტით მეტია. 2023 წლისთვის კი ეკონომიკური ზრდა 5%-ზე არის პროგნოზირებული.

საქართველოსთან ერთად EBRD-მა ზრდის პროგნოზი გაზარდა სომხეთში 8%-მდე (+6.5 პ.პ.); აზერბაიჯანის პროგნოზი კი უცვლელია და კვლავ 4.5%-ს შეადგენს. 4.5%-მდე გაზარდა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თურქეთშიც, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით მეტია. უკრაინაში კი EBRD-ი 30%-იან რეცესიას პროგნოზირებს. ეკონომიკის 5%-იანი ვარდნაა მოსალოდნელი რუსეთში, ბელარუსში კი 5.5%-იანი ვარდნა.

მსგავსი სიახლეები

საქართველო ბენზინის ფასის მიხედვით 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს – Numbeo

Numbeo-მ 96 ქვეყანაში ბენზინის საშუალო ფასი შეისწავლა. კვლევის მიხედვით 1 ლიტრი ბენზინი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე იაფი ლიბიაში ღირს. რაც შეეხება საქართველოს, ის 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს. აღნიშნული…

მეორადი ავტონაწილების იმპორტი იზრდება

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში ქვეყანამ 6.818 მლნ დოლარის ნაწილები შეიძინა, მაშინ, როცა 2024 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 7.410 მლნ დოლარამდე გაიზარდა. 2023 წლის სრული მონაცემების…

თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ 3 თვეში 4.403 მლნ ლარი შეადგინა

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მარტში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 4 403 616 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ…

Business summit 2024 – საუკეთესო პლატფორმა, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაციისთვის

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის და პიარ საკონსულტაციო კომპანია Fame Consulting • ფეიმ კონსალტინგი -ს ორგანიზებით  24 მაისს Hotels & Preference Hualing Tbilisi წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა : Business Summit 2024…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!