ფინანსებიRSS კატეგორიადღის სიახლეები

საქართველოში 186 630 ადამიანს 9 ათას ლარზე მეტი ხელფასი აქვს

0
გაზიარება

2022 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.9%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2022 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 24%-ს (298 608 ადამიანი) შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2022 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 16.6%-ს (206 537 ადამიანი) შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2022 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარზე მეტ ხელფასს, 1.5% (186 630 ადამიანი) შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

პროდუქტები, რომლებიც მაისში ყველაზე მეტად გაძვირდა

2023 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5 პროცენტი შეადგინა, მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 10 საკვები პროდუქტი, რომელიც 2023…

ევროკავშირში თურქული თხილის ალტერნატიულ მიმწოდებლად საქართველოს ანიჭებენ უპირატესობას

აგროპორტალ EastFruit-ის შეფასებით, თურქეთს, რომელიც მსოფლიოში თხილის წამყვანი მწარმოებელია, სერიოზული პრობლემები შეექმნა, რადგან ევროკავშირის ბევრი მყიდველი უკვე ალტერნატიულ მიმწოდებლებს, მათ შორის საქართველოს ანიჭებს…

უძრავი ქონების ქირაზე ფასი შემცირდა

უძრავი ქონების ქირაზე ფასის შემცირების ფონზე, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების გაცემისას, რომელიც ქირის შემოსავლის საფუძველზე გაიცემა, ეროვნული ბანკი რისკებს ხედავს. სებ-ი კომერციულ ბანკებს რეკომენდაციას აძლევს…

მაისში ბუნებრივი აირი 42.5%-ით გაიაფდა

2023 წლის მაისში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 42.5%-ით შემცირდა. GALT & TAGGART-ის თანახმად, 2022 წელს ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია რუსეთის მიწოდების შემცირებისა და პანდემიის შემდგომი ეკონომიკის გაჯანსაღების გამო.…

2 ივნისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით დღეისათვის 2,6396 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი 0,0424 ლარით გაუფასურდა. ევრო : 2, 8287 ლარი აშშ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!