ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკაფინანსები

საქართველოში ოქტომბრის თვის სტატისტიკის მიხედვით 219 273 მსესხებელს ვადაგადაცილება უფიქსირდება

0
გაზიარება

„კრედიტინფოს“ 2022 წლის ოქტომბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 219 273 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 427 104-ს შეადგენს.

ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 898 977 ადამიანს აქვს, ჯამში 37 942 996 517 ლარის მოცულობის.

მსესხებლების 84,4% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, ოქტომბრის მდგომარეობით, ბანკებიდან 34 627 606 364 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 603 592 მსესხებელს აქვს აღებული. სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 700 812 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 2 866 189 097 ლარს შეადგენს. კიდევ 22 409 ადამიანს კი, ჯამში, 449 201 056 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან.

მსგავსი სიახლეები

გამონაბოლქვის ნორმასთან შეუსაბამობისთვის 641 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა

4 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 641 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი - 303 დარღვევა თბილისში…

28 სექტემბერს კონფერენცია სახელწოდებით „გლობალური პერსპექტივები ნეიროქირურგიასა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციაში” გაიმართება

28 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო Holiday Inn-ის Adjara საკონფერენციო დარბაზში, Global Health Union და RHAZES GLOBAL საერთაშორისო სამედიცინო კონსულტირების ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია სახელწოდებით „გლობალური პერსპექტივები…

საარსებო შემწეობას თბილისში ყოველი მე-9 ადამიანი იღებს

სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს სტატისტიკის მიხედვით, დედაქალაქში საარსებო შემწეობას ჯამში 137 167 ადამიანი იღებს, საქსტატის მონაცემებით კი თბილისში სულ 1 241 709 ადამიანი ცხოვრიობს, შესაბამისად თბილისში მცხოვრები…

რატომ არის ევროპის საუკეთესო ადგილი მოგზაურობისთვის?

ევროპა მოგზაურობისთვის გამორჩეული მიმართულებაა, სადაც შეგიძლიათ საუკეთესო გამოცდილება და დაუვიწყარი მოგონებები შეიქმნათ, რადგან ევროპას აქვს: 1. მდიდარი ისტორია ევროპის კონტინენტს გააჩნია წარმოუდგენლად მდიდარი და…

22 სექტემბრის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6879 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0129 ლარით გაუფასურდა. ევრო - 2.8637 ლარი აშშ დოლარი -…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!