დღის სიახლეებიეკონომიკაფინანსები

საქართველოში საარსებო მინიმუმი რეკორდულ 245 ლარამდე გაიზარდა

0
გაზიარება

საქსტატმა დღეს საარსებო მინიმუმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მაისის განმავლობაში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 245.1 ლარი იყო, რაც წინა წელს არსებულ საარსებო მინიმუმთან შედარებით მთელი 39.5 ლარით ანუ 19%-ით მეტია. ეს საარსებო მინიმუმის სტატისტიკის წარმოების ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. 

საარსებო მინიმუმის ზრდა მაღალ ინფლაციასთან არის დაკავშირებული, რადგანაც მაისში ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი – 13.3%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა. განსაკუთრებულად მაღალია და 22%-ს შეადგენს ფასების წლიური მატება სურსათის ჯგუფში, რომელიც საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიაში წამყვან ადგილზეა. 

მაისის მდგომარეობით, “საშუალო მომხმარებლის” საარსებო მინიმუმი 217 ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 35 ლარით არის გაზრდილი. 

როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს? 

საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს. 

საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია. 

საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება.

მსგავსი სიახლეები

რეგიონებზე სუპერმარკეტების შემოსავალების 38.3% მოდის

2023 წლის პირველ 9 თვეში, თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის სექტორი 25%-ით გაიზარდა. ორგანიზებული FMCG ბაზრის შემოსავალთა უდიდესი ნაწილი, 61.3 პროცენტი, კვლავ…

2022-2023 აკადემიურ წელს უცხო ქვეყნის მოქალაქე 10 934 მოსწავლე ოფიციალურად ირიცხება საქართველოს კერძო და საჯარო სკოლებში

საქართველოს ღია საზოგადოების მხარდაჭერით შემუშავებული კვლევის მიხედვით, თუ 2016-2017 აკადემიურ წელს უცხო ქვეყნის მოქალაქე 5044 მოსწავლე ირიცხებოდა ოფიციალურად საქართველოს კერძო და საჯარო სკოლებში, 2022-2033 აკადემიური…

სებ-ი საპენსიო სესხების რეკლამირებას აკრძალავს

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ…

იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, საქართველომ 1,025 მლნ დოლარად 2,635 ტონა თურქული ვაშლი შეიძინა

იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, საქართველომ 1,025 მლნ დოლარად 2,635 ტონა თურქული ვაშლი შეიძინა თურქეთში ვაშლზე მოთხოვნამ იმატა. Ani Tarim-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერის მეჰმედ ჩაკმაკის თქმით, განსაკუთრებული მოთხოვნაა…

საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის სექტორი 25%-ით გაიზარდა

2023 წლის 9 თვეში საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის სექტორი 25%-ით გაიზარდა - ინფორმაცია აღნიშნულია თიბისი კაპიტალის სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორის (FMCG) განახლებულ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!