2024 წლის თებერვლის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8,751 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 23,283 მლრდ ლარს გადააჭარბა. ეს კი 486,681 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის თებერვლის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 8,264 მლრდ დოლარი, ანუ მაშინდელი კურსით 21,712 მლრდ ლარი იყო.
ამავე საანგარიშო პერიოდში უფრო მეტად გაიზარდა კონკრეტულად მთავრობის საგარეო ვალი, ეროვნული ბანკის კი შემცირდა. უფრო კონკრეტულად, თებერვალში მთავრობის ვალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა 516,944 მილიონი დოლარით და შეადგინა 8,353 მლრდ დოლარი(2023 წლის თებერვალში – 7,836 მლრდ დოლარი), ეროვნული ბანკის ვალი კი 427,869 მილიონი დოლარიდან 397,606 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
2024 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
მსხვილი კრედიტორები 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით:
- აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2,248 მლრდ დოლარი
- ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 1,121 მლრდ დოლარი
- მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 1,514 მლრდ დოლარი
- მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) – 571,9 მლნ დოლარი