დღის სიახლეებისიახლეები

სახელმწიფოს საგარეო ვალი 8,751 მლრდ დოლარამდე გაიზარდა

0
გაზიარება

2024 წლის თებერვლის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8,751 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 23,283 მლრდ ლარს გადააჭარბა. ეს კი 486,681 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის თებერვლის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 8,264 მლრდ დოლარი, ანუ მაშინდელი კურსით 21,712 მლრდ ლარი იყო.

ამავე საანგარიშო პერიოდში უფრო მეტად გაიზარდა კონკრეტულად მთავრობის საგარეო ვალი, ეროვნული ბანკის კი შემცირდა. უფრო კონკრეტულად, თებერვალში მთავრობის ვალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა 516,944 მილიონი დოლარით და შეადგინა 8,353 მლრდ დოლარი(2023 წლის თებერვალში – 7,836 მლრდ დოლარი), ეროვნული ბანკის ვალი კი 427,869 მილიონი დოლარიდან 397,606 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

2024 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

მსხვილი კრედიტორები 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით:

  • აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2,248 მლრდ დოლარი
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 1,121 მლრდ დოლარი
  • მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 1,514 მლრდ დოლარი
  • მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) – 571,9 მლნ დოლარი

მსგავსი სიახლეები

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა

2023 წელს ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული…

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75 წელი…

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იანვარ-მარტში 31.3%-ით შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, იმპორტირებულ საქონელში კვლავ პირველ ადგილს იკავებს 443.8 მლნ აშშ დოლარით 197 მლნ-ით აღემატება, მეორე სასაქონლე ჯგუფს,…

10 წელიწადში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერა

2014 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 21 აპრილამდე, განახორციელდა ჯამში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, -  ფინანსთა სამინისტრო სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!