ესთეტიკაპარტნირებისაინტერესო სიახლეებისიახლეებისილამაზის და ესთეთიკის ცენტრები

„სალონი 58“ – მულტიფუნქციური, შერეული ტიპის მომსახურეობა პროფესიონალ გუნდთან ერთად

0
გაზიარება

„სალონი 58“  9 წელია, რაც ბაზარზე წარმატებით ფუნქციონირებს და მომხმარებლებს სხვადასხვა თავის მოვლის მომსახურებებს სთავაზობს. მულტიფუნქციური ცენტრი თმის, ფრჩხილების, კანისა და სხეულის მოვლას უახლესი ტექნოლოგიებითა და მეთოდებით ახორციელებს.

პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მუდმივ განვითარებასა და სიახლეების დანერგვაზეა ორიენტირებული, რაც მომსახურების მაღალ ხარისხსა და საუკეთესო შედეგებს განაპირობებს.

პროდუქცია, რომლითაც სალონი ემსახურება მომხმარებელს, მსოფლიო ბაზარზე არსებულ პროდუქტებს შორის ყველაზე მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

სალონის გუნდის წევრებს შორის კი არიან საერთაშორისო ბრენდების ამბასადორები (ელჩები), რაც იმას ნიშნავს, რომ ბრენდი მათ ყველაზე დიდ ნდობას უცხადებს.

კომფორტზე ორიენტირებული, მომხმარებლის ინტერესებზე გათვლილი სალონი 58, უკვე წლებია ინარჩუნებს ხარისხს და ქმნის გარემოს, სადაც დაბრუნება ისევ მოგინდება.

„სალონი 58“ და მისი ერთგული მომხმარებლები უკვე ერთი დიდი ოჯახია. წლებია მათ კომფორტსა და სილამაზეზე ზრუნვა ჩვენი მთავარი საფიქრალია. სწორედ ამიტომ, მაქსიმალურ შრომას ვდებთ იმაში, რომ ფეხი ავუწყოთ მსოფლიო ტენდენციებსა და სიახლეებს.

არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი გუნდი. სწორედ ეს გუნდი ითვლება ამ ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად, რითიც ჩვენ ძალიან ვამაყობთ. არ ვზოგავთ თანხას ხარისხსა და განვითარებაში.

ჩვენი სავიზიტო ბარათი კი ის შედეგებია, რაც განაპირობებს არსებობის მრავალწლიან წარმატებულ მოღვაწეობას „ – აცხადებს „სალონი 58“ -ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ანი კავლელიშვილი Geobusinessnews.ge-სთან ინტერვიუს დროს

თმის პროცედურები ქალებისა და მამაკაცებისათვის, თმის სპა, ფრჩხილების მოვლა-მოწესრიგება, დაგრძელება, ფრჩხილების დიზაინი, კანის მოვლა, ინექციური კოსმეტოლოგია, RF ლიფტინგი, სახის საკორექციო მასაჟი, სხეულის ანტიცელულიტური მასაჟი, სარელაქსაციო და ვაკუუმ თერაპია.

შუგარინგი, ელექტრო თუ ცვილით ეპილაცია, წარბისა და წამწამების მოვლა-კორექცია, ლამინირება, დაგრძელება და დაფერვა. პერმანენტული მაკიაჟი და წარბის მიკრობლეიდინგი – ეს იმ მომსახურებათა მოკლე ჩამონათვალია რასაც „სალონი 58“ გთავაზობთ.

ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია ის სოლარიუმები, რომლებიც მხოლოდ „სალონი 58“  გხვდებათ. Matrix-ის აპარატურა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და მეტიც, სასარგებლო სოლარიუმებადაა მიჩნეული.

სწორედ აქ, სალონ 58-ში სრულიად უსაფრთხოდ შეგიძლიათ რუჯის მიღება აპარატურით, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს.

Matrix აპარატურა გამორჩეულია იმით რომ:

არ იწვევს კანის დამწვრობას და სიწითლეს;

რუჯი ხანგრძლივი და მდგრადია;

პროცედურიდან 48 საათის განმავლობაში კანის შეფერილობა მუქდება;

სასარგებლოა კანისა და ძვალ-სახსროვანი დაავადებებისთვის და რაც მთავარია სრულიად უსაფრთხო და კომფორტული ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

სალონ 58-ის მომსახურეობებს შორის განსაკუთრებული და ხაზგასასმელია სხეულის საკორექციო მიმართულება. საუკეთესო სპეციალისტებისა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის დახმარებით შეუდარებელ და გრძელვადიან შედეგებს იღებენ და რაც მთავარია, მხოლოდ იმ მეთოდების გამოყენებით, რაც დროში გამოცდილი და უსაფრთხოა პაციენტისთვის.

„სალონი 58“  თბილისში, ვაკის პარკის მიმდებარედ, ირაკლი აბაშიძის 86-ში მდებარეობს, კომფორტული ავტოსადგომი კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ლოკაციას და კომფორტს უქმნის მომხმარებელს.

ჩვენი ხარისხი ბევრად მეტია ფასზე – სალონი 58

მსგავსი სიახლეები

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა

2023 წელს ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული…

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75 წელი…

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იანვარ-მარტში 31.3%-ით შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, იმპორტირებულ საქონელში კვლავ პირველ ადგილს იკავებს 443.8 მლნ აშშ დოლარით 197 მლნ-ით აღემატება, მეორე სასაქონლე ჯგუფს,…

10 წელიწადში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერა

2014 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 21 აპრილამდე, განახორციელდა ჯამში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, -  ფინანსთა სამინისტრო სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!