„გლენბერი“, რომელიც ქართული, გაყინული ხილ-ბოსტნეულის ექსპორტზე გატანას უზრუნველყოფს, საზოგადოების წინაშე ახალი გეგმების წინაშე წარსდგება და, დამფუძნებელთა განმარტებით, 15 მილიონი ლარის ინვესტიციით, დედაქალაქთან ახლოს ახალ საწარმოს მოაწყობს. როგორც ბრენდის ხელმძღვანელი, რაფაელ მაღალაშვილი განმარტავს, დაწყებულია თანამშრომლობა ერთ-ერთ უცხოურ კომპანიასთან, რომელიც ყოველთვიურად 60 კონტეინერ გაყინულ ბოსტნეულს შეისყიდის. კერძოდ, საერთო გათვლებით, წელიწადში უზრუნველყოფილი იქნება 10 000 ტონა გაყინულ კარტოფილის, 5 000 ტონა ხახვის, 2 000 ტონა ჭარხლისა და 1500 ტონა ნივრის, ასევე, სხვადასხვა სახის ხილის ქვეყნიდან გატანა. ამ ეტაპზე უცნობია, რომელ კონტრაქტორ საერთაშორისო ბრენდსა თუ ექსპორტიორ ქვეყანაზეა საუბარი, თუმცა ცნობილია მხოლოდ დაფინანსების წყაროები. მაღალაშვილის თქმით, ინვესტიციის ნაწილი პირად სახსრებს შეადგენს, ხოლო ნაწილს სახელმწიფოს გარანტიით ბანკებიდან იზიდავს. ამასთანავე, ის არ გამორიცხავს, საინვესტიციო მოცულობა 25 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.
ცნობილია ისიც, რომ ახალი საწარმოსათვის ტერიტორია უკვე შესყიდულია, სადაც, საწყის ეტაპზე, 100 ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა იქნება. ფაბრიკაში ფერმერების მიერ წარმოებული ხილ-ბოსტნეული გადამუშავდება, გაიყინება და საექსპორტოდ გამზადდება. ხაზგასასმელია, რომ „გლენბერი“ ფერმერთა საკუთრებაში არსებულ მიწებზე მოსაყვანი მოსავლის სასუქებისა და თესლის მომარაგებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.
სამაცივრე საწარმო „გლენბერი“ ქართულ ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია, 2018 წლიდან ფუნქციონირებს. მეწარმეებმა შიდა ქართლის რეგიონის სოფელ ქვენატკოცნიდან შეძლეს, მთავრობის „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 600 000 ლარამდე ოდენობის სახელმწიფო გრანტი მოეზიდათ. 2020 წლის ივნისში, ქართული მარწყვი და მოცვი შეერთებული შტატების ბაზარზე გავიდა. იმავე წელს, კომპანიის მფლობელებმა 5 ჰექტარზე ბროკოლის, ხოლო 11 ჰექტარზე მარწყვის პლანტაცია გააშენეს. „გლენბერი“-ს წარმატებულ მუშაობას ციფრებიც ასახავენ. საწარმო წელიწადში 1200 ტონა სხვადასხვა სახის ხილისა და ბოსტნეულის შენახვის, ხოლო 24 საათში, 10 ტონის გადამუშავების შესაძლებლობას იძლევა. სტატისტიკა უფრო წარმატებული იქნებოდა რომ არა ხონში, 32 მილიონი ლარის ოდენობის აგროკომპლექსის ჩავარდნა, რა დროსაც ხელისუფლებამ მიწების გადაცემაზე უარი თქვა, რადგან პროექტში კომპანიის პარტნიორი უცხოელი ინვესტორებიც უნდა ყოფილიყვნენ, მათზე მიწების გადაცემა კი, ქართული კანონმდებლობით აკრძალულია.
- მთავარი
- სტარტაპები
- სამაცივრე საწარმოს ახალი გეგმები – „გლენბერი“ ახალი ობიექტის გახსნასა და საერთაშორისო ბაზარზე მეტი წარმატების მიღწევას გეგმავს
სამაცივრე საწარმოს ახალი გეგმები – „გლენბერი“ ახალი ობიექტის გახსნასა და საერთაშორისო ბაზარზე მეტი წარმატების მიღწევას გეგმავს
მსგავსი სიახლეები
Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან
წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…
20 აგვისტოს ვალუტის კურსი
ევრო - 2.9677 ლარი აშშ დოლარი - 2.6891 ლარი თურქული ლირა - 0.0797 ლარი სომხური დრამი - 6.9239 ლარი
ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა
2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…
14 აგვისტოს ვალუტის კურსი
ევრო - 2.9458 ლარი აშშ დოლარი - 2.6966 ლარი თურქული ლირა - 0.0804 ლარი სომხური დრამი - 6.9453 ლარი
Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან
წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…