ქართული წარმოებაRSS კატეგორიავაჭრობის სფერორეგიონებისტარტაპებიშიდა ქართლი

სამაცივრე საწარმოს ახალი გეგმები – „გლენბერი“ ახალი ობიექტის გახსნასა და საერთაშორისო ბაზარზე მეტი წარმატების მიღწევას გეგმავს

0
გაზიარება

„გლენბერი“, რომელიც ქართული, გაყინული ხილ-ბოსტნეულის ექსპორტზე გატანას უზრუნველყოფს, საზოგადოების წინაშე ახალი გეგმების წინაშე წარსდგება და, დამფუძნებელთა განმარტებით, 15 მილიონი ლარის ინვესტიციით, დედაქალაქთან ახლოს ახალ საწარმოს მოაწყობს. როგორც ბრენდის ხელმძღვანელი, რაფაელ მაღალაშვილი განმარტავს, დაწყებულია თანამშრომლობა ერთ-ერთ უცხოურ კომპანიასთან, რომელიც ყოველთვიურად 60 კონტეინერ გაყინულ ბოსტნეულს შეისყიდის. კერძოდ, საერთო გათვლებით, წელიწადში უზრუნველყოფილი იქნება 10 000 ტონა გაყინულ კარტოფილის, 5 000 ტონა ხახვის, 2 000 ტონა ჭარხლისა და 1500 ტონა ნივრის, ასევე, სხვადასხვა სახის ხილის ქვეყნიდან გატანა. ამ ეტაპზე უცნობია, რომელ კონტრაქტორ საერთაშორისო ბრენდსა თუ ექსპორტიორ ქვეყანაზეა საუბარი, თუმცა ცნობილია მხოლოდ დაფინანსების წყაროები. მაღალაშვილის თქმით, ინვესტიციის ნაწილი პირად სახსრებს შეადგენს, ხოლო ნაწილს სახელმწიფოს გარანტიით ბანკებიდან იზიდავს. ამასთანავე, ის არ გამორიცხავს, საინვესტიციო მოცულობა 25 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.

ცნობილია ისიც, რომ ახალი საწარმოსათვის ტერიტორია უკვე შესყიდულია, სადაც, საწყის ეტაპზე, 100 ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა იქნება. ფაბრიკაში ფერმერების მიერ წარმოებული ხილ-ბოსტნეული გადამუშავდება, გაიყინება და საექსპორტოდ გამზადდება. ხაზგასასმელია, რომ „გლენბერი“ ფერმერთა საკუთრებაში არსებულ მიწებზე მოსაყვანი მოსავლის სასუქებისა და თესლის მომარაგებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

სამაცივრე საწარმო „გლენბერი“ ქართულ ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია, 2018 წლიდან ფუნქციონირებს. მეწარმეებმა შიდა ქართლის რეგიონის სოფელ ქვენატკოცნიდან შეძლეს, მთავრობის „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 600 000 ლარამდე ოდენობის სახელმწიფო გრანტი მოეზიდათ. 2020 წლის ივნისში, ქართული მარწყვი და მოცვი შეერთებული შტატების ბაზარზე გავიდა. იმავე წელს, კომპანიის მფლობელებმა 5 ჰექტარზე ბროკოლის, ხოლო 11 ჰექტარზე მარწყვის პლანტაცია გააშენეს. „გლენბერი“-ს წარმატებულ მუშაობას ციფრებიც ასახავენ. საწარმო წელიწადში 1200 ტონა სხვადასხვა სახის ხილისა და ბოსტნეულის შენახვის, ხოლო 24 საათში, 10 ტონის გადამუშავების შესაძლებლობას იძლევა. სტატისტიკა უფრო წარმატებული იქნებოდა რომ არა ხონში, 32 მილიონი ლარის ოდენობის აგროკომპლექსის ჩავარდნა, რა დროსაც ხელისუფლებამ მიწების გადაცემაზე უარი თქვა, რადგან პროექტში კომპანიის პარტნიორი უცხოელი ინვესტორებიც უნდა ყოფილიყვნენ, მათზე მიწების გადაცემა კი, ქართული კანონმდებლობით აკრძალულია.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა შესაძლოა შემცირდეს

კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ, ნაცვლად 10 წლისა.…

სექტემბრიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რთულდება

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება სავალდებულო 1-ელი სექტემბრიდან იქნება.  შესაბამისი ცვლილება შინაგან საქმეთა მინისტრის…

NCDC-ის რეკომენდაციები ძლიერ სიცხესთან გასამკლავებლად

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ცხელი დღეების გასამკლავებლად მოსახლეობისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს. მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია:  დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება,…

LETO Boutique Hotel Zugdidi • ბუტიკ სასტუმრო ლეთო ზუგდიდი ” წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა

სასიამოვნო სიახლე Tourist card Georgia - ისა და SuccessCard.ge -ს  მომხმარებლებისთვის, LETO Boutique Hotel Zugdidi • ბუტიკ სასტუმრო ლეთო ზუგდიდი წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა, შესაბამისად…

3 აგვისტოს ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6185 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0030 ლარით გამყარდა. ევრო - 2.8749 ლარი აშშ დოლარი -…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!