ბიზნესიდღის სიახლეებისასტუმროები

საოჯახო სასტუმროების ფასი 20%-ით გაძვირდა

0
გაზიარება

საქართველოში სასტუმროების სერვისი გაძვირდა. ყველაზე მეტად კატეგორიების მიხედვით მომსახურება საოჯახო სასტუმროებშია გაძვირებული, წლიურად ფასმა 20%-ით მოიმატა.

PMC-ის კვლევის მიხედვით, სასტუმროების ფასების ინდექსი 2022 წლის ივლისში ივნისთან შედარებით 13.3%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 12.7%-ით, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 15.9%-ით გაიზარდა.

თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი სამცხე-ჯავახეთსა (30.1%) და აჭარაში (22%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი კახეთში (1.6%).

წლიურად ფასები 13%-ით არის გაზრდილი, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 12.2%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 20.2%-ით გაიზარდა. წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო რაჭასა (24.2%) და სამცხე-ჯავახეთში (20.5%), ყველაზე ნაკლები კი შიდა ქართლში (-1.6%).

კვლევის მიხედვით, 2022 წლის ივლისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 173 ლარი შეადგინა, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 276 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა 118 ლარი.

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ივლისში 563 ლარი შეადგინა. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 1001 ლარი შეადგინა, თბილისში – 619, აჭარაში – 612, ხოლო კახეთში – 522 ლარი.

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!