RSS კატეგორიადღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

საქართველო – ადგილი, რომელიც თავგადასავლების შეგრძნებებს დაგიბრუნებს- Bloomberg

0
გაზიარება

Bloomberg-ი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში აქვეყნებს.

„საქართველო – ადგილი, რომელიც თავგადასავლების შეგრძნებებს დაგიბრუნებს“ -ამ სათაურით Bloomberg-ი მკითხველს საქართველოს სათავგადასავლო ტურისტულ პროდუქტებს, ქართულ კულინარიასა და ღვინოს აცნობს.

„მოგზაურები ახალ მიმართულებებს ეძებენ, ევროპის უკვე კარგად გათელილი ტურისტული მარშრუტების მიღმა, საქართველო ვიზიტორებს თავგადასავლებს სთავაზობს, რომელიც მთელი წელი გრძელდება. რთულია კარგი ამბები უხმაუროდ დატოვო. 2013-19 წლებში საქართველოში ტურისტების რიცხვი 66%-ით გაიზარდა. პანდემიამდე საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 9.3 მილიონს მიაღწია. საქართველოს მოსახლეობა კი დაახლოებით 3.7 მილიონია. საქართველოს მიმართულებებით პირდაპირი ავიარეისი 53 ქალაქიდან სრულდება.

Bloomberg-ის ბოლო კვლევების მიხედვით გამოკითხულთა 61% ახალი ტურისტული მიმართულების მონახულებას გეგმავს. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ახალ თავგადასავალს ეძებს, სურს გაეცნოს ახალ კულტურასა და სამზარეულოს. 50%-ს კი ბუნებასთან სიახლოვე სურს.საქართველო საუკეთესო მიმართულებაა დააკმაყოფილოს ეს სასურველი მოთხოვნები. ქვეყნის სტუმართმოყვარეობის დიდი კულტურიდან გამომდინარე მოგზაურები თბილ დახვედრას ელიან. ქართველებისთვის სტუმარი ღვთის საჩუქარია“,-წერს Bloomberg.

სტატიაში დეტალურაად აღწერილი საქართველოს ბუნება, იუნესკოს არამატერიალური კულტურული ძეგლები, საზღვაო და სამთო კურორტები, კერძები და ღვინის 8 ათასწლოვანი ისტორია.

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მედია პლატფორმა Bloomberg საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ორ ვიდეორგოლს იღებს. კამპანიის ფარგლებში სამი სტატია მზადდება, რომელიც სოციალურ ქსელებში განთავსება

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!