საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საქმიანობის 2023 წლის ანგარიში წარადგინა.
დოკუმენტში საუბარია, გასული წლის მონაცემებით, ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფზე ქვეყანაში და ასევე მოცემულია შედარებითი ანალიზი – თუ რამდენს იხდის ჩვეულებრივი მომხმარებელი (არა ბიზნესი) ელექტროენერგიაში.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის, ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფის სიძვირით მე-3 ადგილზეა და მხოლოდ სომხეთს და თურქეთს ჩამორჩება. აზერბაიჯანსა და რუსეთში კი ელექტროენერგიის ტარიფი შედარებით დაბალია, ვიდრე საქართველოში.
ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში ასეთი იყო:
- სომხეთი – 31.391 თეთრი/კვტ.სთ;
- თურქეთი – 23.566 თეთრი/კვტ.სთ;
- საქართველო – 22.360 თეთრი/კვტ.სთ;
- აზერბაიჯანი – 15.552 თეთრი/კვტ.სთ.
რუსეთში ელექტროენერგიის ტარიფი რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. საშუალო ტარიფი კი ერთ კილოვატზე 15 -16 თეთრის ფარგლებში მერყეობს.