დღის სიახლეებისიახლეები

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

0
გაზიარება

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს.

წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში გამოქვეყნდა, საქართველო ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა. მაშინ ქვეყანა ჯანდაცვის ანალოგიური 54.5 ინდექსით 78-ე ადგილზე იყო.

Numbeo-ს ინდექსი ჯანმრთელობის დაცვის სისტემას, მათ შორის, ისეთი ფაქტორების ჩათვლით აფასებს, როგორიც არის აღჭურვილობა, პერსონალი, ექიმები და ხარჯები. ინდექსი, ასევე, ჯანდაცვის ადგილობრივ ინფრასტურქტურას, სერვისებს, რესურსებსა და მათზე ხელმისაწვდომობას აფასებს.

ჯანდაცვის 47.7 ინდექსით აზერბაიჯანი 89 ადგილზეა, საქართველოს უსწრებს თურქეთი, რომელიც 70.7 ინდექსით გაცილებით წინ, 25-ე ადგილზეა, ხოლო რუსეთს 60.9 მაჩვენებლით 55-ე პოზიცია უკავია. ასევე, ოდნავ წინ არის ომში მყოფი უკრაინა, რომელიც 55.4 ინდექსით რეიტინგში 75-ე ადგილზეა.

ჯანდაცვის ინდექსით ქვეყნების ტოპ 10-ეული ასეთია:

  • ტაივანი 86.0
  • სამხრეთ კორეა 82,7
  • იაპონია 79,3
  • ნიდერლანდები 78,9
  • საფრანგეთი 78,1
  • დანია 78,0
  • ესპანეთი 77,6
  • ფინეთი 77,3
  • ტაილანდი 77,2
  • ავსტრია 76.6

Numbeo ხაზგასმით შენიშნავს, რომ მის მიერ შედგენილი ჯანდაცვის ინდექსი ეფუძნება მომხმარებლის მონაცემებსა და შეფასებებს, რომლებიც შესაძლოა, განსხვავდებოდეს და მიკერძოებულიც იყოს.

„ამის მიუხედავად, ინდექსი შედარებითი ინსტრუმენტია ჯანდაცვის სისტემების შესაფასებლად და შესადარებლად სხვადასხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში, რაც ჯანდაცვის ლანდშაფტის გაგებას ეხმარება,“ – წერს Numbeo.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!