ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში იმპორტირებული შოკოლადის მოცულობა, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით (2 605 ტონა) მცირედით შემცირდა, იმპორტის ღირებულება კი 11.3%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საიმპორტო ბაზრებზე შოკოლადის ღირებულება გაიზარდა.
საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი:
- რუსეთი – 3 მლნ დოლარი, 782 ტონა;
- უკრაინა – 1.2 მლნ დოლარი, 331 ტონა;
- თურქეთი – 1.1 მლნ დოლარი, 253 ტონა;
- პოლონეთი – 774 ათასი დოლარი, 188 ტონა;
- ბელგია – 749 ათასი დოლარი, 176 ტონა;
- ნიდერლანდები – 602 ათასი დოლარი, 105 ტონა;
- გერმანია – 478 ათასი დოლარი, 71 ტონა;
- იტალია – 420 ათასი დოლარი, 111 ტონა;
- ბულგარეთი – 230 ათასი დოლარი, 32 ტონა;
- სომხეთი – 160 ათასი დოლარი, 23 ტონა;
საქართველომ 2023 წლის 2 თვეში ექსპორტზე ჯამში 917 ათასი დოლარის 216 ტონა შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები გავიდა. აქედან ადგილობრივი ექსპორტი 124 ტონა იყო (463 ათასი დოლარი), ხოლო რეექსპორტი – 92 ტონა (453 ათასი დოლარი). საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალში კი სომხეთი (436 ათასი დოლარი), ირანი (324 ათასი დოლარი), საუდის არაბეთი (90 ათასი დოლარი), აზერბაიჯანი (64 ათასი დოლარი) და თურქეთი (1.5 ათასი დოლარი) იყო.