დღის სიახლეებისიახლეები

საქართველომ იანვარ-თებერვალში 9 მილიონ 392 ათასი დოლარის 2 209 ტონა შოკოლადი შეიძინა

0
გაზიარება

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში იმპორტირებული შოკოლადის მოცულობა, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით (2 605 ტონა) მცირედით შემცირდა, იმპორტის ღირებულება კი 11.3%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საიმპორტო ბაზრებზე შოკოლადის ღირებულება გაიზარდა.

საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი:

  1. რუსეთი – 3 მლნ დოლარი, 782 ტონა;
  2. უკრაინა – 1.2 მლნ დოლარი, 331 ტონა;
  3. თურქეთი – 1.1 მლნ დოლარი, 253 ტონა;
  4. პოლონეთი – 774 ათასი დოლარი, 188 ტონა;
  5. ბელგია – 749 ათასი დოლარი, 176 ტონა;
  6. ნიდერლანდები – 602 ათასი დოლარი, 105 ტონა;
  7. გერმანია – 478 ათასი დოლარი, 71 ტონა;
  8. იტალია – 420 ათასი დოლარი, 111 ტონა;
  9. ბულგარეთი – 230 ათასი დოლარი, 32 ტონა;
  10. სომხეთი – 160 ათასი დოლარი, 23 ტონა;

საქართველომ 2023 წლის 2 თვეში ექსპორტზე ჯამში 917 ათასი დოლარის 216 ტონა შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები გავიდა. აქედან ადგილობრივი ექსპორტი 124 ტონა იყო (463 ათასი დოლარი), ხოლო რეექსპორტი – 92 ტონა (453 ათასი დოლარი). საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალში კი სომხეთი (436 ათასი დოლარი), ირანი (324 ათასი დოლარი), საუდის არაბეთი (90 ათასი დოლარი), აზერბაიჯანი (64 ათასი დოლარი) და თურქეთი (1.5 ათასი დოლარი) იყო.

მსგავსი სიახლეები

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალაქების რეიტინგი – მილიონერების და მილიარდერების რაოდენობის მიხედვით

Henley and Partners ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალაქების რეიტინგს, სადაც ასახელებს 50 ქალაქს იქ მცხოვრები მილიონერების და მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. მდიდარი ქალაქების სია: 1. ნიუ-იორკში 60…

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრები 850 ათასი ლარის ნაცვლად 3 მილიონ ლარს მიიღებს

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს, ინფორმაცია ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრებებისთვის სტანდარტულად…

ადგილობრივი ექსპორტი 18.3%-ით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.7 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 18.3 პროცენტით შემცირდა და 805.9 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. 2024…

EURO 2024-ზე დასასწრებად ჩარტერული რეისების ფასი სუბსიდირების ფარგლებში 195 ევრო, ხოლო ორი ფრენის ფასი 390 ევრო იქნება

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძე განცხადებით, ევროპის მატჩზე დასწრების მსურველებისთვის ფრენებზე სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ბილეთები კვირის ბოლომდე შესაბამის პლატფორმაზე განთავსდება. ერთი ფრენის ფასი სუბსიდირების…

იანვარ-აპრილში ექსპორტი 10.1% შემცირდა, ხოლო იმპორტი 0.3%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6.563 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტით ნაკლებია. ინფორმაციას…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!