ვაჭრობის სფეროRSS კატეგორიადღის სიახლეებისხვაფინანსები

საქართველომ შარშან $32.6 მლნ-ის თევზი და ზღვის პროდუქტები შეიძინა

0
გაზიარება

BM.Ge-ს ინფორმაციით, საქართველომ გასულ წელს თევზის, კიბოსნაირების, მოლუსკების და წყლის სხვა უხერხემლოების ექსპორტით 2.4 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. გასული წლის ექსპორტის მაჩვენებელი პანდემიური წლის მონაცემებს 27.4%-ით ჩამორჩებოდა, ხოლო 2019 წლის ექსპორტს 12%-ით აღემატებოდა. (2020 წელი – 3.3 მლნ დოლარი; 2019 წელი – 2.2 მლნ დოლარი).

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, თევზის და სხვა უხერხემლოების ექსპორტი, ძირითადად, მეზობელ ქვეყნებში განხორციელდა. საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალი კი ასეთია:

1. აზერბაიჯანი – 900.5 ათასი დოლარი;
2. რუსეთი – 858 ათასი დოლარი;
3. სომხეთი – 554.9 ათასი დოლარი;
4. უკრაინა – 45.4 ათასი დოლარი;
5. ურუგვაი – 41.7 ათასი დოლარი;
6. ინდონეზია – 24.5 ათასი დოლარი.

აღსანიშნია, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 390.8 ათასი დოლარის ღირებულების თევზი და წყლის უხერხემლოები გაიტანა ექსპორტზე. შესაბამისად, ექსპორტით მიღებული შემოსავალი გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს მცირედით აღემატებოდა (2021 წელი, I კვარტალი – 338.3 ათასი დოლარი), ხოლო 2020 წლის მონაცემებს თითქმის 4-ჯერ ჩამორჩება (2020 წელი, I კვარტალი – 1.2 მლნ დოლარი).

რაც შეეხება იმპორტს, საქართველოდან 2021 წელს თევზის, კიბოსნაირების, მოლუსკის, და წყლის სხვა უხერხემლოების შესაძენად 32.6 მლნ დოლარი გავიდა. საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში აღნიშნული საქონლის იმპორტი მცირედით იცვლებოდა და მის მაჩვენებელზე პანდემიას დიდი გავლენა არ მოუხდენია. მაგალითისთვის: 2020 წელს თევზის და წყლის სხვა უხერხემლოების იმპორტის ღირებულებამ – 32.1 მლნ დოლარი, 2019 წელს – 34.6 მლნ დოლარი, 2018 წელს – 30 მლნ დოლარი, ხოლო 2017 წელს – 37.4 მლნ დოლარი შეადგინა.

საიმპორტო ქვეყნების ჩამონათვალი, საექსპორტოსთან შედარებით უფრო მრავალფეროვანია. ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წლის სხვადასხვა სახის თევზის TOP-10 საიმპორტო ქვეყანა შემდეგია:

1. ნორვეგია – 5.3 მლნ დოლარი;
2. თურქეთი – 4 მლნ დოლარი;
3. ისლანდია – 2.6 მლნ დოლარი;
4. აშშ- 2.3 მლნ დოლარი;
5. კანადა – 2.1 მლნ დოლარი;
6. დანია – 2 მლნ დოლარი;
7. ესპანეთი – 1.8 მლნ დოლარი;
8. ახალი ზელანდია – 1.3 მლნ დოლარი;
9. რუსეთი – 1.1 მლნ დოლარი;
10. ესტონეთი – 1.1 მლნ დოლარი.

მსგავსი სიახლეები

ინვესტიციების მოცულობა 61,5%-ით შემცირდა

2023 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 61.5 %-ით შემცირებულია. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების…

The Economist-მა 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგი გამოაქვეყნა

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური გამოცემა The Economist-ი 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგის აქვეყნებს, რომელიც რამდენიმე კატეგორიადაა დაყოფილი და წარდგენილი წიგნების განაწილება რამე კონკრეტულ კრიტერიუმზე არ არის…

საქართველოში ფერმერული მეურნეობების რეესტრი შეიქმნება

აგრარულ საკითხთა კომიტეტი საგაზაფხულო სესიაზე ახალი კანონპროექტის - „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ - ინიცირებას მოახდენს.  კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი…

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში 132 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილს იკავებს

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში, 132 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილს იკავებს “ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ” 2023 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სწრაფი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!