დღის სიახლეებისიახლეები

„საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკის ანალიზი, პრობლემები და პერსპექტივები“

0
გაზიარება

პრეზენტაცია თემით: „საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკის ანალიზი, პრობლემები და პერსპექტივები“-პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით გაიმართა

საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკის, როგორც სახელმწიფოს უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორზე, მოხსენება პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა. მან მიმოიხილა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული დემოგრაფიული პოლიტიკა წევრი სახელმწიფოების მიმართ და ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ სხვადასხვა ეროვნულ თუ პოლიტიკურ დოკუმენტში ასახულ ინიციატივებზე. მისი თქმით, დემოგრაფიული საკითხი მნიშვნელოვანია და მისი გადაწყვეტა მრავალმხრივ ჩართულობას მოითხოვს.

ქვეყანაში საკითხებზე მუშაობა განსაკუთრებით 2012 წლიდან გააქტიურდა, 2016 წელს „საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია“, „დაბერების პოლიტიკის დოკუმენტი“ და ამ მიმართულებით რამდენიმე კანონპროექტი პარლამენტში სწორედ დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით შემუშავდა.

პრეზენტაცია თემაზე „საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკის ანალიზი, განხორციელებული პროგრამები და შემდგომი რეკომენდაციები“, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოწვეულმა სპეციალისტმა/ექსპერტმა თამარ ჩიბურდანიძე-ლომთაძემ გააკეთა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია არსებულ დემოგრაფიულ ვითარებაზე და მომავლის პერსპექტივებზე.

საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავებას, 2012 წლიდან დღემდე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ახორციელებს. კომიტეტი ამ მიმართულებით, დარგის ექსპერტებთან ერთად, მუშაობის გაგრძელებას გეგმავს.

„21-ე საუკუნეში საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის. გარდა იმისა, რომ მოსახლეობა შემცირდა, ნაკლებია შობადობა, მაღალია სიკვდილიანობა. ამას რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო რთულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ვითარებებმა, ამ პროცესს ბოლო წლებში სერიოზული დაღი დაასვა კოვიდ პანდემიამ, წელს უკრაინაში გაჩაღებულმა ომმა, ემიგრაციულმა პროცესებმა, რომელმაც არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთლიანად ევროპა და მსოფლიო მოიცვა. მართალია ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით 2012 წლის შემდეგ არაერთი გადაწყვეტილება, დადგენილება იქნა შემუშავებული, მაგრამ ვითარება ჯერჯერობით კვლავაც რთულია. შევთანხმდით, მთავრობასთან ერთად, საზოგადოების აქტიური მონაწილეობით ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არ ახდეს გაეროს პროგნოზი, რომ 2050 წლისთვის საქართველო იქნება მცირერიცხოვანი სახელმწიფო სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან შედარებით“, -ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე.

 

მსგავსი სიახლეები

2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა, მათგან ორმა კი გამოცდა ჩააბარა და მართვის მოწმობა თავიდან აიღო. მართვის უფლება ყველაზე მეტ…

ნაკრებს ჯგუფიდან გასვლისთვის ₾30 მლნ-ს გადაეცემა, ყოველი მატჩის მოგებისთვის კიდევ – ₾30 მლნ-ს- ფონდი „ქართუ“

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს. ინფორმაცია ამის შესახებ ნათქვამია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში. „საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის…

ბინებზე ფასი 12.9%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3%-ით არის გაზრდილი

2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13 პროცენტი შეადგინა- ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური…

საქართველო ბენზინის ფასის მიხედვით 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს – Numbeo

Numbeo-მ 96 ქვეყანაში ბენზინის საშუალო ფასი შეისწავლა. კვლევის მიხედვით 1 ლიტრი ბენზინი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე იაფი ლიბიაში ღირს. რაც შეეხება საქართველოს, ის 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს. აღნიშნული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!