RSS კატეგორიადღის სიახლეებისიახლეები

საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა შესაძლოა შემცირდეს

0
გაზიარება

კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ, ნაცვლად 10 წლისა.

მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მოსაპოვებლად, მან უნდა დააკმაყოფილოს ამავე კანონით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები დადგენილ ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნასთან, აგრეთვე საქართველოში მუშაობასთან, ან/და საქართველოში უძრავი ქონების ან საწარმოში წილის ან აქციების ფლობასთან, ან საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, კანონპროექტი გონივრულ ფარგლებში და პროცედურულად ამარტივებს იმ საკითხებს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან.

„ეს კანონპროექტი შეეხება 500-ზე მეტ ადამიანს, რომელთაგან 300-ზე მეტი საქართველოშია დაბადებული. შესაბამისად, ეს კატეგორია არის ძალიან მოწყვლადი, იმიტომ, რომ მოქალაქეობის არქონა ეს არის, გარკვეულწილად, სამართლებრივი ნონსენსიც კი, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, ადამიანს არცერთი სახელწიფოს მიმართ არ აქვს კუთვნილება. ბუნებრივია, ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთი პირი შეიძლება შეზღუდული იყოს გარკვეულ უფლებებში. როგორც კი მოხდა ამ საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება, გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატი შესაბამისი განცხადებით გამოეხმაურა ამ ფაქტს და ეს ცვლილება მოიწონა“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი – საქართველოს მთავრობა.

მსგავსი სიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის სპონსორია, ლითონის ნაკეთობათა მწარმოებელი კომპანია – K Group

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს  Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

შატო ზეგაანის ღვინის აღიარება პარიზში

პარიზში გამართულ გასტრომეღვინეობის ოსკარის ცემეონიალზე, სადაც მოხვედრა ერთეულების ხვედრია იტალიური და ესპანური ღვინოების გვერდით ქართულმა ღვინომაც შეძლო ამ სივრცის დაპყრობა. ეს რთული გზა "შატო ზეგაანი"-ს საფერავმა…

შეიძინე საქართველოში ლარის პირველი, ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი ობლიგაციები

გამოიყენე უნიკალური შესაძლებლობა და შეიძინე თეგეტა ჰოლდინგის საქართველოში ლარის პირველი, ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი, ფიქსირებულგანაკვეთიანი ობლიგაციები. Tegeta • თეგეტა ჰოლდინგი, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 20 მილიონ…

„ათიდან ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ოჯახს საკვებზე ფული არ ჰყოფნის,“ – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ს) კვლევის მიხედვით „ათიდან ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ოჯახს საკვებზე ფული არ ჰყოფნის". „ათიდან ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ოჯახს საკვებზე ფული არ ჰყოფნის, ხოლო ოთხში ერთი ადამიანის…

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, რესტორანი – ამირანი

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს  Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!