20 ივნისს FIFA-მ ახალი მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურით დაწინაურებულია და ამჟამად 74-ე პოზიციას იკავებს.
საქართველოს გუნდი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობს, წინ კიდევ 2 მატჩი აქვს და წარმატების შემთხვევაში, კვლავ წინსვლა ელის.
მსოფლიო რეიტინგის ხუთეულში ცვლილებებია. მე-4 ადგილზე გადაინაცვლა ბრაზილიამ, რომელმაც ამ პოზიციაზე ინგლისი ჩაანაცვლა.
პირველ პოზიციას არგენტინა, მეორეს საფრანგეთი, მესამეს კი ბელგია იკავებს