დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირმა თურქეთში გამართულ რიგით მეორე საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა  

0
გაზიარება

2023 წლის 17-19 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბოლში გაიმართა რიგით მეორე საერთაშორისო ფორუმი, რომელსაც ესწრებოდნენ ქორეოგრაფიისა და ლიდერების წარმომადგენლები 27 ქვეყნიდან. მონაწილეებმა წარადგინეს მიმდინარე პროექტების გეგმა, იმსჯელეს სამომავლო პერსპექტივებსა და თანამშრომლობებზე. აღნიშნულ ფორუმზე საქართველოდან მიწვეულ იქნენ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი და ტურისტული კომპანია “მოგზაურობა ქართულ კულტურაში”. საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირმა წარადგინა 2024 წელს დაგეგმილი პროექტების პროგრამა კულტურული ტურიზმის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი გამოირჩევა მრავალწლიანი გამოცდილებითა და დიდი ნდობით. მისი მოღვაწეობა დატვირთულია საერთაშორისო ფესტივალებით, კონფერენციებით, მასტერკლასებით, ვორქშოფებითა და მრავალი სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებით.

ფორუმზე საქართველოდან წარმოდგენილნი იყვნენ : მაკა ტატულაშვილი-საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ქვემო ქართლის თავჯდომარე, უჩა ეზიეშვილი-საორგანიზაციო და საფესტივალო სამსახურის მენეჯერი და გიორგი რუხაძე-საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხემძღვანელი, რომლებმაც საქართველოს კულტურული ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრეს, მათ გამოსვლას ოვაციები და აპლოდისმენტები მოჰყვა. ფორუმის მონაწილეებმა განსაკუთრებით ინტერესი გამოხატეს საქართველოში მიმართ .

” წარმოვადგინეთ საქართველო და ვისაუბრეთ კულტურული ტურიზმის განვითარებაზე საქართველოში, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ყოველთვის აკავშირებს აღმოსავლეთ და დასავეთ ქვეყნებს, კულტურისა  და ეკონომის  სფეროს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს შეხვედრებში მონაწილეობის მიღება და აქვე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავჯდომარის მოადგილეს -კახაბერ მარკოიშვილს მხარდაჭერისთვის” – განაცხადა მაკა ტატულაშვილმა, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ქვემო ქართლის თავჯდომარემ, ტურისტული კომპანიის ,,მოგზაურობა ქართულ კულტურაში” დამფუძნებელმა

ფორუმი საქართველოს დელეგატებისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა, დაიგეგმა სამომავლო გეგმები და კონტრაქტები

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!