დღის სიახლეებიეკონომიკასიახლეებიფინანსები

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი მცირდება

0
გაზიარება

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი შემცირების ტრენდს ინარჩუნებს. სექტემბერში საქართველოს საგარეო ფინანსური ვალდებულებები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 399,894 მლნ დოლარით, წინა თვესთან შედარებით კი, 111.097 მლნ დოლარით შემცირდა.

2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 7.575 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 21.478 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2021 წლის სექტემბრის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 7.975 მლრდ დოლარი ანუ მაშინდელი კურსით 24.906 მლრდ ლარი იყო.

2022 წლის აგვისტოს მონაცემებით, საგარეო ვალი 7.691 მლრდ დოლარს, ანუ მაშინდელი კურსით 22.340 მლრდ ლარს შეადგენდა.

2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი იყო 7.153 მლრდ დოლარი, არსებული კურსი 20.282 მლრდ ლარი, ეროვნული ბანკის კი 421.7 მლნ დოლარი, ანუ 1.195 მლრდ ლარი.

2022 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

EIB -ს მიმართ ვალი – 781.508 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი – 1.226 მლრდ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი – 1.778 მლრდ დოლარს აჭარბებს.

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!