საქსტატის მონაცემებით, თუ 2023 წლის ოთხ თვეში ქვეყანამ 60.44 ათასი დოლარის ცოცხალი ფუტკარი იყიდა, წელს იანვარ-აპრილში ამ მაჩვენებელმა 115.46 ათასი დოლარი შეადგინა.
როგორც წელს, ასევე შარშანაც ცოცხალი ფუტკრის იმპორტი მთლიანად თურქეთიდან განხორციელდა, ფუტკრების დიდი ნაწილი მარტში შემოვიდა – 105.74 ათასი დოლარის ღირებულების. ამ ყველაფერს კი წინ უსწრებდა სოფლებში, კერძოდ კი ზემო რაჭაში ფუტკრების დახოცვის ფაქტები. შესაძლოა, რომ სწორედ ეს იყოს ქვეყანაში ცოცხალი ფუტკრის იმპორტის ზრდის მიზეზი.