საქართველოში დასაქმებულების 2%-ს 9 600 ლარზე მეტი ხელფასი აქვს – PMCG
2023 წლის ნოემბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.4%-ით არის გაზრდილი – ინფორმაცია PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერში წერია.
საქართველოში 0-დან 600 ლარამდე თვიური ხელფასი დასაქმებულთა 17.7%-ს ერიცხება, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.3 პროცენტულ პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
დასაქმებულთა ოდენობა, რომლებიც იღებენ 2 400 ლარს, ან მეტ თვიურ ხელფასს, ნოემბერში 23.2%-ს
შეადგენდა. რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წლის ნოემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.0%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.