დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში მარწყვის იმპორტი შემცირდა, ხოლო ფასი 150%-ით გაიზარდა

0
გაზიარება

2024 წელს იანვარში, გასული წლის იგივე საანგარიშო პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი შემცირდა, ფასი კი მკვეთრად გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში 117.34 ტონა პროდუქტი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 157.59 ტონა. ამასთან, წელს საქართველომ 117.34 ტონა პროდუქტში 82.16 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა, გამოდის 1 კგ პროდუქტი, საშუალოდ, 0,70 აშშ დოლარი დაუჯდა. ეს მაშინ, როდესაც გასული წლის იანვარში 157.59 ტონა მარწყვი 45.49 ათასი აშშ დოლარი დაუჯდა, შესაბამისად, 1 კგ საშუალოდ, 0,28 აშშ დოლარი.

საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით გამოდის, წელს იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს იმპორტირებული მარწყვი 150%-ით გაუძვირდა.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც წელს, იანვარში პროდუქტი შემოვიდა, ლიდერი თურქეთია, რომლისგანაც საქართველომ 115.85 ტონა პროდუქტი 79.1 ათას აშშ დოლარად იყიდა. დარჩენილი 1.49 ტონა მარწყვი კი ეგვიპტიდან 2.98 ათას აშშ დოლარად შემოვიდა

მსგავსი სიახლეები

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი მაქსიმუმზეა

2024 წელს, 3 თვეში საქართველოში ჯამში, 32,204 ერთეული 486,575 მლნ აშშ დოლარის ავტომობილი შემოვიდა, საიდანაც ჩინეთზე 1,7% მოდის. საქსტატის მონაცემებით,აღნიშნულ პერიოდში 547 ერთეული (7,824 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი…

აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობა 24.8%-ით შემცირდა და $278 მლნ დოლარი შეადგინა

2024 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე 24.8%-ით (91.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია. ეროვნული ბანკის მიერ…

5 ივლისს წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა – Business Summit 2024 გაიმართება

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, 24 მაისს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის მიერ დაგეგმილი წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა, Business Summit 2024 გაიმართება 5 ივლისს -  ინფორმაცია ამის შესახებ SGBA-ს ფეისბუქ გვერდზე…

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა, - ინფორმაციას ამის შესახებ  4GB Festival-ი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფესტივალი ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაუქმდა. „გაცნობებთ, რომ 4GB…

სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილების მიღების შედეგად, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა 10 კლასის ჩათვლით მოხდება.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!